მასკი, ილონ, Twitter, ყიდვა, ილონ მასკი, ელექტრომობილები, ჰაკერული თავდასხმა, ტესლა, ტესლა მოდელ იქსი
Aa
Aa

Tesla-ს კვლავ თავს დაესხნენ | საქმეში FBI ჩაერთო

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამერიკაში, Tesla-ს სადილეროები არაერთი თავდასხმის სამიზნე გახდა. მათ შორის ვანდალური და ზოგ შემთხვევაში შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა Tesla-ს ელექტრომობილებსა და დასამუხტ სადგურებზე.

რამდენიმე დღის წინ გასროლის ხმა გაიგეს ორეგონში მდებარე Tesla-ს სადილეროს ტერიტორიაზეც. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამთენიისას, სულ მცირე შვიდი გასროლა მოხდა. შედეგად, მინიმუმ სამი ავტომობილი დაზიანდა, სადილეროს მინები კი ჩაიმსხვრა. ამბობენ იმასაც, რომ ერთმა ტყვიამ კედელში გაიარა და კომპიუტერის მონიტორს მოხვდა.


წინასწარი შეფასებით, თავდასხმამ კომპანიას ათობით ათასი დოლარის ზარალი მიაყენა. Tesla-ს აღმასრულებლებს მომხდართან დაკავშირებით განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა დაადასტურეს, რომ გამოძიებაში ადგილობრივ საპატრულო განყოფილებებთან ერთად FBI-იც ჩართულია.

ორეგონში მდებარე სადილეროში მომხდარ შემთხვევამდე, შეიარაღებული პირი იმავე შტატში თავს Tesla-ს მაღაზიასაც დაესხა. 41 წლის ადამ მეთიუმ სადილეროს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და Model X-ი დააზიანა. იგივე პირმა თავდასხმა მცირე ხნის შემდეგაც გაიმეორა და ამჯერად, სადილეროს შენობა და დამატებით რამდენიმე ავტომობილიც "შეიწირა". ამ შემთხვევის შემდეგ, სამართალდამცველებმა დამნაშავე დააკავეს.

საინტერესოა, რომ Tesla არც მასკის პირველი კომპანიაა, რომელზეც უახლოეს წარსულში თავდასხმები განხორციელდა. ამის შესახებ მილიარდერიც ხმამაღლა საუბრობს და ფაქტებს ერთმანეთს უკავშირებს. მაგალითისთვის, რამდენიმე დღის წინ შეფერხებები დაფიქსირდა პლატფორმა X-ზე (Twitter), რაც კომპანიის მფლობელმა კიბერთავდასხმად შეაფასა. არსებობს მოსაზრებაც, რომ თავდასხმები მილიარდერის პოლიტიკურ კარიერასა და განცხადებებს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები