თაღლითობა, დაზღვევა, ჰამერი, სადაზღვევო თაღლითობა, ჰამერი ეიჩ2
Aa
Aa

უგუნური მართვა თუ სადაზღვევო თაღლითობის მცდელობა?

ავტომობილის საბორტო კამერა ერთ-ერთია იმ რამდენიმე თანამედროვე მოწყობილობას შორის, რომელიც ნამდვილად გამოყენებადია. ისინი ხშირად ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო კადრებსაც კი აფიქსირებენ, როგორებიც გზებზე თვითმფრინავების ჩამოვარდნა, ან თუნდაც სტანდარტული საავტომობილო ავარიებია. თუმცა ეს შემთხვევა შედარებით განსხვავებულია, რადგან კამერამ ამჯერად შესაძლო სადაზღვევო თაღლითობის გადაღება მოახერხა.

Reddit-ის მომხმარებლის ცნობით, შემთხვევა დენვერში, ამ კვირის დასაწყისში მოხდა. ვიდეო კი, 2023 წლის 19 ივლისით თარიღდება. მომხმარებლის მტკიცებით, ავტომობილის ჩაქრობის შემდგომ, კამერა ხელახლა იტვირთება, რაც თარიღსაც ცვლის. იდეაში ამას კადრებზე აღბეჭდილი ზამთრის ფონიც ადასტურებს.

21-წამიანი ხანგრძლივობის ვიდეოში ჩანს შავი ფერის Hummer H2 , რომელიც ორზოლიან ყვითელ ხაზს კვეთს, რათა 50 კმ/სთ-ის დაშვებულ ზონაში გადავიდეს. ამისათვის, SUV იმაზე უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ავტომობილი, რომლის გადასწრებასაც ცდილობს. შესახვევში შესვლის შემდეგ, მძღოლი მუხრუჭებს ფეხს აჭერს და ავტომობილი რამდენჯერმე უკან იხევს. შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, უკან იხევს მეორე ავტომობილიც, რომელიც ამ კადრებს აფიქსირებს და შემდეგ ავტომობილის დევნას იწყებს.

საბედნიეროდ, არც არავინ დაზიანებულა და შესაძლო ინციდენტს ავტომობილებიც გადაურჩნენ. მაგრამ ეს ალბათ იმიტომ, რომ კამერის მანქანის მძღოლმა სწორ დროს სწორად იმოქმედა. მათ უკან კიდევ ერთი ავტომობილის ყოფნა შემთხვევას უფრო მეტად გაამწვავებდა. მომხმარებელმა 911-შიც დარეკა და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. თუმცა უცნობია თუ რა რეაგირება მოჰყვა შეტყობინებას.

ერთი შეხედვით უწყინარი შემთხვევა ჩანს, არა? - თუმცა, ბევრი თვლის, რომ საქმე სადაზღვევო თაღლითობის მორიგ მცდელობასთან გვაქვს. განსაკუთრების კი იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინციდენტების რაოდენობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებულია.

კითხვებს ბადებს ის ფაქტიც, რომ ვიდეოს თარიღები და კადრების გადაღების პერიოდი ერთმანეთს არ ემთხვევა. ასევე ვიდეო ძალიან მოკლეა და დამატებითი დასკვნების გამოტანის საშუალებასაც არ იძლევა. შესაძლებელია, რომ H2-ის მძღოლი საავარიო სიტუაციის შექმნას განზრახ ცდილობდა ანდაც, ჩხუბის დაწყება უნდოდა. ორივე შემთხვევაში საქმე „უგუნურ“ მართვასთან გვაქვს, რაც ავარიის შემთხვევაში რთულად წარმოსადგენია თუ როგორ დასრულდებოდა. 

მსგავსი სიახლეები