კვლევა, მეორადი ავტომობილები, ელექტრომობილები, ტესლა, ბიემვი მეხუთე სერია, მაზერატი, ტესლა მოდელ ესი, პორშე ტაიკანი
Aa
Aa

მეორადი მანქანების ფასები დაეცა | საუკეთესო დრო ელექტრომობილების შესაძენად

მეორადი ავტომობილების ბაზარზე ბოლო პერიოდია მანქანების ფასების ვარდნის ტენდენცია ნარჩუნდება. უახლესი კვლევით, 1-დან 5 წლამდე ასაკის ავტომობილების საშუალო ფასი $31 257-ს უტოლდება, რაც გასულ წელთან შედარებით 0.8%-ით, შესაბამისად $239-ით დაბალია.

ცვლილებები უფრო მეტად შესამჩნევი მეორადი ელექტრომობილების ბაზარზეა. iSeeCars-ის უახლესი კვლევის თანახმად, მეორადი ელექტრომობილების ფასი გასულ წელთან შედარებით 15.1%-ითაა დავარდნილი. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ 1-დან 5 წლამდე EV-ის ფასი $32 198-ია. ეს ღირებულება შარშანდელთან შედარებით $5 709 დოლარით ნაკლებია და ოდნავ მეტია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე მოდელის საშუალო ფასი - $31 281.

გასულ წელთან შედარებით, ყველაზე მეტად Tesla-ს მეორადი ავტომობილების ფასებია დავარდნილი. ამერიკული კომპანიის ელექტრომობილების მეორადი ვერსიების შემთხვევაში, ფასი $31 733-მდე დაეცა, რაც $5 013 დოლარით, შესაბამისად 13.6%-ით დაბალია.

თანხობრივად, Tesla-ზე დიდი ვარდნა Maserati-ის ჰქონდა, თუმცა ამ უკანასკნელისთვის პროცენტული კლება შედარებით დაბალია და 10.6%-ს უტოლდება. „დამარცხებულთა“ შორისაა Chrysler-იც, რომლის მეორადი ავტომობილების ფასი ერთ წელიწადში $2 058-ით ან 7.6%-ით დაეცა.

Tesla-ს ფასების მკვეთრი ვარდნის მიზეზად iSeeCars-მა რამდენიმე ძირითადი ფაქტორი დაასახელა. მათ შორის ახალი ავტომობილების ფასების კლება, დაძველებული პროდუქცია, ახალ და მეორად ელექტრომობილებზე დაბალი მოთხოვნა და ა.შ. ანგარიში იმ გავლენაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც Tesla-ს შედეგებზე მისი მფლობელის პოლიტიკურმა კარიერამ იქონია. 

„მეორადი მანქანების ფასები დიდწილად დასტაბილურდა“: ეს გარკვეულწილად მოიცავს ელექტრომობილებს, რადგან „მეორადი ელექტრომობილების ფასი 2024 წლის პირველ ნახევარში ყოველთვიურად 30%-ით იკლებდა, თუმცა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ის 15%-დან 20%-მდე დავარდა. შედარებისთვის, ბენზინზე მომუშავე და ჰიბრიდული მეორადი მანქანების ფასები, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, 0.5%-ით დაეცა, რაც მხოლოდ $160-ია.

მოდელი

საშუალო ფასი

თებერვალი 2025წ.

წლიური

ვარდნა ($)

წლიური

ვარდნა(%)

1

Porsche Taycan

73,976

-$26,626

-26.5%

2

BMW 5 Series(hybrid)

34,298

-$6,613

-16.2%

3

Tesla Model S

49,366

-$9,509

-16.2%

4

Tesla Model Y

31,247

-$5,927

-15.9%

5

Maserati Levante

45,783

-$7,287

-13.7%

6

Tesla Model 3

26,354

-$4,112

-13.5%

7

Hyundai Kona Electric

20,329

-$3,145

-13.4%

8

Kia Niro EV

21,758

-$3,044

-12.3%

9

Ford Explorer Hybrid

31,930

-$4,218

-11.7%

10

Mercedes-Benz AMG GT

78,315

-$10,197

-11.5%

მთლიანი საშუალო

$31,257

-$239

-0.8%

თუმცა მომავალი კვლავ გაურკვეველია. განსაკუთრებით აშშ-ის მიერ ახალი ტარიფების ამოქმედების შემდეგ, რაც ანალიტიკოსთა დიდი ნაწილის ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ავტომობილების ფასსაც მნიშვნელოვნად გაზრდის.

მაგრამ ამ ეტაპზე, გარკვეული მოდელების შეძენის შემთხვევაში თანხის დაზოგვა კვლავ შეგიძლიათ. მათ შორისაა BMW მე-5 სერიის ჰიბრიდი, Porsche Taycan-ი და Tesla Model S, რომელთა ფასებიც მკვეთრად დაეცა. მაგალითისთვის, უნდა აღინიშნოს ერთი წლის განმავლობაში მეორადი Taycan-ის ფასის განსაცვიფრებელი 26.5%-იანი ვარდნა ($26 626), რაც ამ მოდელის $74 000-ად შეძენის საშუალებას მოგცემთ.

მსგავსი სიახლეები