ჯარიმები, მართვის მოწმობა, სუბარუ, სუბარუ ლიბერთი
Aa
Aa

73 წლის მამაკაცი, რომელსაც ლიცენზია 2117 წლამდე შეუჩერეს, კვლავ დააკავეს

ავტოენთუზიასტებს ასაკობრივი ბარიერები რომ არ აშინებთ, ეს ახალი ამბავი ნამდვილად არაა. თუმცა დღევანდელი ჩვენი გმირი, როგორც ჩანს ვერც სამართლებრივმა შეზღუდვებმა შეაჩერა. 73 წლის ავსტრალიელი მამაკაცი სამართალდამცველებმა იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის ავტომობილს მართავდა. ამაში თითქოსდა უცნაური არაფერია, იმ ფაქტს თუ არ ჩავთვლით, რომ პირს მართვის უფლება 2117 წლამდე ჰქონდა შეჩერებული.

პოლიციამ 73 წლის მძღოლი Subaru-ს მართვისას გააჩერა. სტანდარტული შემოწმების პროცესში, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცს მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. თანაც, საკმაოდ დიდი ხნით. ფაქტობრივად მისი აკრძალვა კიდევ 92 წელი იმოქმედებს.

მალევე გაირკვა, რომ ეს მამაკაცი ადგილობრივი განყოფილებებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. პირიქით, უკვე დიდი ხანია „აქტიურ“ კანონდამრღვევთა სიაში ეწერება. CarExpert-ის ინფორმაციით, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი მესამე დანაშაულია. მიუხედავად ამისა, მამაკაცი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას აგრძელებს, როგორიც თუნდაც ეს ბოლო შემთხვევაა.

საგზაო და გზატკეცილის საპატრულო განყოფილების მიერ Facebook-ზე გაზიარებული ფოტოს მიხედვით, მამაკაცი მესამე თაობის Subaru Liberty-ის მართავდა. ადგილობრივი საპატრულო განყოფილების განკარგულებით, ის უკვე დაკავებულია. პირს არც გირაოს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიცენზიის შეჩერებისას ავტომობილის მართვა შესაძლოა ექვს თვემდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს.


თავისუფლების აღკვეთის რისკის გარდა, ახლა უკვე ნაკლებად სავარაუდოა, რომ Subaru-ს მძღოლი ოდესმე მართვის მოწმობას დაიბრუნებს. არსებული აკრძალვითაც, საჭესთან დასაბრუნებლად მას 165 წლამდე უნდა ეცხოვრა, ასე რომ, მდგომარეობა ალბათ უფრო მეტად ვეღარ დამძიმდება.

მსგავსი სიახლეები