აუქციონი, კლასიკური ავტომობილები, ჰონდა, ჰონდა ეს2000
Aa
Aa

არასდროს დაურეგისტრირებიათ, მაგრამ $95 000-ად გაყიდეს | 25-წლიანი Honda-ს ამბავი

სანამ სამყარო ისე განვითარდება, რომ დროში მოგზაურობაც კი შეგვეძლება, ავტოენთუზიატებს ამისთვის მხოლოდ ერთი გზა აქვთ დარჩენილი: ეს გზა აუქციონის ვებ-გვერდების დათვალიერებაა. კლასიკური ავტომობილები წლების გასვლასთან ერთად მეტ პოპულარობას იხვეჭს და მოთხოვნაც, მისი ფასის მიუხედავად, მაღალია.

ამჯერად, აუქციონზე გასაყიდად 25 წლის წინანდელი Honda გამოჩნდა. ეს მოდელი მართალია 2000 წლით თარიღდება, მხოლოდ 70 კილომეტრამდე აქვს დაფარული და არც უნდა გვიკვირდეს, რომ 95 000 დოლარად გაიყიდა. როდსტერი ახალივით გამოიყურება და მისი მთავარი საიდუმლო ისაა, რომ რეგისტრირებული არც არასდროს ყოფილა.


თუ აუქციონებს თვალს ადევნებთ, ეს მოდელი თქვენთვის სიახლე არ უნდა იყოს. ჰედი ცირინციონემ სრულიად ახალი წითელი ფერის S2000 გამოსვლისთანავე შეიძინა და მას, ყოველდღიური მოხმარებისთვის იყენებდა. 2001 წელს მან მეორე მოდელიც იყიდა, ამჯერად $32 000-ად და იდეალურ მდგომარეობაში, ავტოფარეხში შეინახა. 2020 წელს მან ავტომობილის გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა საკმაოდ ძვირი ფასი, $150 000 დაადო. ამის შემდგომ ავტომობილი 2021 წელს, Bring a Trailer-ის აუქციონზე გამოჩნდა, თუმცა უკვე $61 500-ად, 2023 წელს კი, სულ სხვა აუქციონის სახლის მეშვეობით გაიყიდა. ფასი ამ შემთხვევაში საიდუმლოდ დარჩა.

S2000 უდავოდ ძალიან მაგარი მანქანაა, თუმცა ღირს ის რეალურად $95 000? თანაც მაშინ, როდესაც ამ ფასად თქვენ 2025 წლის BMW M3 Competition xDrive-ის ($87 175) შეძენას შეძლებთ. V6-ით აღჭურვილი F-150 Raptor-ის ფასიც, $80 000-ს მცირედით თუ ცდება და არც მის შეძენაზე იტყოდა ბევრი ენთუზიასტი უარს. მაშინ, რატომ ეს S2000?

ფაქტია, ვიღაცამ ამ მოდელში თითქმის $100 000 გადაიხადა. ამას ალბათ კლასიკური ავტომობილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით თუ ავხსნით. ეს ღირებულება კი, AP1-ის თაობისთვის რეკორდულია. ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, ყველაზე ძვირად 2003 წელს გაყიდული S2000 გაგვახსენდება, რომელიც მაშინ $42 000-ად იყო შეფასებული, ხელმეორედ კი, 2022 წელს, $81 000-ად გასხვისდა. არც 2024 წლის მარტში გაყიდული S2000 უნდა დაგვავიწყდეს, რომლის ფასმაც $44 000-ს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები