საპატრულო პოლიცია, უბედური შემთხვევა, უცნაური
Aa
Aa

ქალი, გადაჩეხილ მანქანაში, ერთი კვირა მარტო იმყოფებოდა

ბრუკლინში მომხდარი ავტოავარიის შემდეგ, ინდიანაში მცხოვრებ ქალს საპატრულო დანაყოფი, ოჯახთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. ქალი დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული, სანამ ერთ-ერთმა გამვლელმა, შემთხვევით გზის პირას, გადაჩეხილი ავტომობილი არ შეამჩნია.

გამვლელმა გზიდან გადავარდნილი სატრანსპორტო საშუალება დაინახა და მაშინვე, საპატრულო პოლიციას აცნობა. გზიდან გადაჩეხილ ავტომობილში მათ მძღოლ ქალსაც მიაკვლიეს, რომელიც მარტო იმყოფებოდა - თუმცა, ცოცხალი და საღ გონებაზე. „ქალბატონი იმყოფებოდა საღ გონებაზე და მისი მძიმე დაზიანებების შესახებაც ინფორმაციას ფლობდა“, - განაცხადა ადგილობრივმა დეპარტამენტმა.

ავტომობილში გატარებული შვიდი დღის შემდეგ, ქალს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მათ შორის ჩამსხვრეული ჰქონდა ნეკნები, ასევე მოტეხილი ჰქონდა ხელი და ორივე ქვედა კიდური. მიუხედავად დაზიანებებისა, ის გონზე იყო და რეაგირებდა. ამჟამად ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ის ყველა საჭირო მკურნალობას გადის.

გამომძიებელთა ინფორმაციით, დაშავებული ჩიკაგოდან მცირე მანძილით დაშორებულ პატარა ქალაქ ბრუკში ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ საჭესთან ჩაეძინა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში გაიჭედა.

როგორც თავად იხსენებს, თითქმის 1 კვირის გასვლის შემდეგ უკვე ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა და მანქანაში სიკვდილსაც შეგუებული იყო. როგორ მოახერხა მძღოლმა ერთი კვირის განმავლობაში, მარტომ, მანქანაში თავის გადარჩენა? - ის ამ პერიოდში მხოლოდ წყალს იღებდა. ამაში კი, თავის სვიტერს იყენებდა, რომელსაც მანქანიდან წყალში დებდა, შემდეგ კი წურავდა და ისე სვამდა.

მსგავსი სიახლეები