უნიკალური მეამბოხე მინი V8-ძრავითა და 300 ცხენის ძალით
Aston Mini ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, დიდი პოპულარობით აღარ სარგებლობს და ამას, გაყიდვების მაჩვენებელიც ცხადყოფს. მცირე ზომის სატვირთო „მინი“, რომელსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ, Austin-ის ნამდვილად არ ეკუთვნის, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ენთუზიასტებს ეს ვერსია ბევრად უფრო მოეწონებათ.
GT Developments-ის შექმნილი მოდელი, რომელიც ამჟამად, დიდ ბრიტანეთში აუქციონზე იყიდება, მხოლოდ ერთ ეგზემპლარად შეიქმნა. ავტომობილის ფასი, წინასწარი შეფასებებით, $45 000-მდე მერყეობს. შესაძლოა ამ კომპანიის სახელი თქვენ არაფერს გეუბნებოდეთ, თუმცა მან ბრიტანეთში სახელი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში Ford GT40-ის ასლების შექმნით გაითქვა. ეს „მინი“ კი 1994 წელს შექმნა და მისი საინჟინრო შესაძლებლობებიც ყველას დაუმტკიცა.
არ გეჩვენებათ, თქვენ წინაშე შაუძრავიანი „მინია“. ძრავა კი, რომელიც მას უყენია Ford-ის 5-ლიტრიანი V8 გახლავთ, რომელიც კომპანიამ 5-სიჩქარიან მექანიკასთან დააწყვილა. შედეგად, ავტომობილი 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, სიმძლავრეს კი სრულად უკანა ბორბლებზე ანაწილებს. აუქციონის სახლის ინფორმაციით, „მინი“ განახლებული მუხრუჭებითა და რეგულირებადი დაკიდების სისტემითაა აღჭურვილი.
სხვა შემთხვევაში ავტომობილი სრულებით „უბრალოა“. რაიმე განსაკუთრებულს არც მისი ინტერიერი გვთავაზობს. თუმცა სარბოლო აღკაზმულობა, შავი სავარძლები და ხელსაწყოთა პანელი აქ ნამდვილად დაგხვდებათ. რაც შეეხება გადამრთველს, ის ძრავის მხარესაა დამაგრებული და პირდაპირ, მანქანის უკანა მხარეს მიემართება.