BMW 40 ახალ მოდელს გამოუშვებს | ცნობილია iX3-ის გამოსვლის თარიღიც
BMW Group-ის 2025 წლის ყოველწლიურ კონფერენციაზე, გერმანულმა კომპანიამ რამდენიმე სასიამოვნო სიახლე დააანონსა. ავტომწარმოებელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მის პირველ Neue Klasse SUV-ს, iX3-ის, 2025 წლის სექტემბრის დასაწყისში წარადგენს. ეს იქნება პირველი მოდელი, რომელიც Neue Klasse-ის არქიტექტურას გამოიყენებს.
სრულად ელექტრო SUV-თან ერთად, 2027 წლამდე კომპანია საწარმოო ხაზს 40-ზე მეტ ახალ ან ფეისლიფტირებულ მოდელს შემატებს. Neue Klasse-ის გავლენა ამ მოდელებშიც შესამჩნევი იქნება, ახალ მოდელებს შორის შევხვდებით როგორც სრულად ელექტრო, ასევე plug-in ჰიბრიდებსა და შიგა წვის ძრავების მქონე ვერსიებს.
BMW-ს თავმჯდომარემ, ოლივერ ზიპსმა, 2025 წელს კომპანიისთვის გლობალური გამოწვევების მიუხედავადაც „საკვანძო წელი“ უწოდა. ოპტიმიზმის მთავარი მიზეზი Neue Klasse-ის პროექტია, რომელიც სწორედ iX3-ის გაშვებით იწყება. რაც შეეხება Vision Neue Klasse X-ის კონცეფციის საწარმოო ვერსიას, ის ახლა განვითარების ბოლო ეტაპებზე გადადის. ის სავარაუდოდ სახელწოდებას iX3-დან მიიღებს.
BMW iX3-ის სერიული წარმოება 2025 წლის ბოლოს დაიწყება, საერთაშორისო დებიუტი კი მიუნხენში, სექტემბრის დასაწყისში შედგება. ახალი „სპორტული სედანი“, რომელიც ასევე დაფუძნებულია Neue Klasse-ის არქიტექტურაზე, 2026 წელს გამოვა. ეს მოდელი BMW 3-სერიის სრულად ელექტრო ანალოგი იქნება.
ზიპსის განცხადებით, Neue Klasse-ის არქიტექტურის გამოყენება ახალ მოდელებში მართვის დინამიკას, ტრანსმისიის ტექნოლოგიას, ბატარეის შესაძლებლობებს, ოპერაციულ კონცეფციებსა და დიგიტალიზაციას გააუმჯობესებს. ზიპმა ასევე დაადასტურა, რომ Neue Klasse-ის ტექნოლოგიას მომავალში BMW-ის ყველა მოდელში ვიხილავთ და რა თქმა უნდა, მასთან ერთად ახალი დიზაინერული ენაც დაინერგება.