საუკეთესო 4-კარიანი ალტერნატივა Mazda Miata-სთვის?
Miata ყოველთვის კარგი გამოსავალია. საყვარელ სპორტულ ავტომობილზე პირველი ბევრს სწორედ Mazda-ს ლეგენდარული მოდელი ახსენდება. ენთუზიასტები მას პატივს მრავალი მიზეზის გამო სცემენ. Miata შედარებით ხელმისაწვდომია, გამორჩეული დინამიკა აქვს და ავტომოყვარულთათვის მართვის დამამახსოვრებელ გამოცდილებასაც უზრუნველყოფს.
თუმცა, გიფიქრიათ Mazda-ს ყველაზე პოპულარული მოდელის 4-კარიან ვერსიაზე? ალბათ, თქვენ შორის მსურველები მოიძებნებიან. ეს ცუდი ნამდვილად არაა. დაგვეთანხმებით, ავტოენთუზიასტთა შორის არიან ადამიანები, რომელთაც სპორტული მანქანების მართვა უყვართ, თუმცა დამატებით კომფორტზეც უარს არ ამბობენ.
Miata-ს ალტერნატივის მოძიებისას, ყველაზე მარტივი გზა შემცვლელის Mazda-ს მოდელებს შორის ძებნაა. თუმცა Mazda6-ის სედანი ფაქტობრივად მკვდარია. აშშ-სა და ავსტრალიაში ისინი თითქმის უკვე გაქრა და ავტომწარმოებელი არც მის ჩანაცვლებას ჩქარობს. თუ, რა თქმა უნდა, ჩინური წარმოების 6e EV-ს არ ჩათვლით, რომელიც მის არაპირდაპირ მემკვიდრედ ითვლება.
იმ შემთხვევაშიც, თუ ჭორები ხელმისაწვდომი 6-ცილინდრიანის წარმოებაზე გამართლდებოდა, ალბათ, Mazda 6 მაინც არ არის საუკეთესო ვარიანტი, რომ MX-5-ის ეკვივალენტი ვუწოდოთ - ყოველ შემთხვევაში, ჯერ მაინც არა. უკვე წარსულში დარჩენილი სედანი თავისთავად იდეალურად კარგი მანქანა იყო, მაგრამ არა მაღალი წარმადობის მოყვარული ენთუზიასტებისთვის.
ის, რაც MX-5-ს დინამიკურად ასეთ მიმზიდველს ხდის, ამ მოდელის FR-განლაგებაა: წინაძრავიანი, უკანა ამძრავი. Mazda 6-ში კი, ამას ნამდვილად ვერ შევხვდებით. ეს პირობა, MX-5-ის შემცვლელთა შორის, ამჟამად ბაზარზე არსებულ ყველა შედარებით სტანდარტულ სედანს გამორიცხავს: Honda Civic, Accord, Toyota Camry, Kia K5 ... მათ შორის ძალიან კარგი Mazda3 Turbo-ც არ გამოდგება.
მაგრამ, თუ მხოლოდ უკანაამძრავ მოდელებზე დავფიქრდებით, მაშინ საუკეთესო შემცვლელთა შორის Cadillac CT5-V Blackwing-ი და CT4-V Blackwing-ი გაგვახსენდება, მაგრამ ორივე მათგანი საკმაოდ ძვირია. ამას ემატება გერმანული გიგანტები, BMW, Audi და Mercedes-ი, თუმცა მათი მოდელები ამისთვის ზედმეტად კომპლექსურია...
მაშინ, რომელია საუკეთესო ვარიანტი? Kia-მაც ხომ თავისი Stinger-ის წარმოება რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელს შესანიშნავი ძარა, ტურბო ძრავა და ხელმისაწვდომი საბაზისო ფასიც გამოარჩევდა.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდნენ კორეელები, რომლებიც Genesis G70-ს უკანა ამძრავ ვერსიას კვლავ აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი შენახვა ისეთივე მარტივი არაა, როგორიც დავუშვათ MX-5-ის, Genesis-ი მფლობელებს ხანგრძლივ საგარანტიო პირობებს სთავაზობს, რაც კარგი შეღავათია. ეს ავტომობილი 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მისი ფასი $40 000-დან იწყება. Genesis-ი თუ არ გსურთ, არჩევანის გაკეთება Lexus IS-ის სასარგებლოდაც შეგიძლიათ. თუმცა უკანაამძრავი Lexus-ისთვის სულ მცირე $42 000-ის გადადება მაინც მოგიწევთ.