კვლევა, სერვისი, ელექტრომობილები, კადილაკი, პორშე, ლექსუსი, შიგა წვის ძრავა
Aa
Aa

შიგა წვის ძრავის მქონე ავტომობილების მფლობელები უფრო ბედნიერები არიან | რატომ?

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგია მანქანა ვიზუალურად ან სამართავად. თუ სერვისში სტუმრობა ხშირად გიწევთ, თქვენი და ამ ავტომობილის ურთიერთობაც ბოლოს მაინც განწირულია. მაგრამ, როგორც ჩანს, Porsche-ს მფლობელებს სანერვიულოდ საქმე ნამდვილად არ აქვთ - ერთია, რომ მათი ავტომობილები სამართავად შესანიშნავია და მეორე, რომ მათი ფლობა არც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ბრენდს J.D Power-ის 2025 წლის მომხმარებელთა მომსახურების ინდექსის (CSI) კვლევაში, Porsche ერთპიროვნული ლიდერია. კვლევა, ერთიდან სამი წლის პერიოდამდე ავტომობილებისთვის, ფრენჩაიზირებული დილერისა და შემდგომი მომსახურებით მფლობელის კმაყოფილებას ზომავს. ანგარიშის თანახმად, სერვისის მომსახურების შეფასებით, Porsche-მ 1 000-დან 912 ქულა დააგროვა, ხოლო Lexus-ი 900 ქულით მეორე ადგილზეა. პრემიუმ ბრენდების კატეგორიაში, მას Cadillac-ი მოჰყვება - ამ სეგმენტის საშუალოზე ოდნავ მაღალი, 888 ქულით.


კვლევის ფარგლებში შესწავლილი ბრენდებიდან ათი მათგანის ქულა საშუალოზე დაბალია. მათ შორისაა BMW, Mercedes, Lincoln და Audi. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ პრემიუმ კლასის ავტომობილებს შორის Maserati სულ ბოლო ადგილზეა, აქვეა Land Rover-ი და Genesis-ი. მასობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილებიდან, სერვისის კმაყოფილების კვლევაში ყველაზე კარგი შედეგი Subaru-მ დააფიქსირა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე Mini და Honda ნაწილდებიან. 2025 წლის კვლევით, ყველაზე დიდი ხარჯი და თავის ტკივილი, Hyundai-ის, VW-ისა და Ram-ის მფლობელებს აქვთ.


საინტერესოა ისიც, რომ 2023 წლიდან J.D. Power-ის კვლევა SUV-ებსა და სტანდარტულ ავტომობილებს სხვადასხვა კატეგორიებში ანაწილებს. მონაცემები წლების განმავლობაში აჩვენებს, რომ სერვისის მომსახურებით მომხმარებელთა კმაყოფილება SUV-ის შემთხვევაში უფრო მაღალია. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ შიგა წვის ძრავის მქონე მძღოლები უფრო ბედნიერები იყვნენ (51 ქულა მასობრივი ბაზრის მანქანებისთვის) მიღებული მომსახურებით, ვიდრე ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების მძღოლები.

სერვისის მოსახურების დროს, უკმაყოფილებას ძირითადად ნაწილების ხელმისაწვდომობა და ავტომობილების არასათანადო შეკეთება იწვევს. ამასთან ერთად კი, მფლობელები უფრო კმაყოფილნი რჩებიან იმ ბრენდებით, რომლებიც ავტომობილების უკან გაწვევის გარდა, მძღოლებს სხვა სახის ტექნიკურ სერვისსაც სთავაზობენ, როგორიც მაგალითად, ზეთის შეცვლაა. ეს მათ სერვის ცენტრში ხშირი ვიზიტისგან იცავს და დამატებით დროსაც მნიშვნელოვნად უზოგავს. 

მსგავსი სიახლეები