კლასიკური ავტომობილები, კოლექცია, მიტოვებული, ფერარი, ფოლცვაგენი, ფოცვაგენ ბიტლსი
Aa
Aa

მიტოვებულ სადილეროში ნაპოვნი £200 000-ის საგანძური

ბრაზილიაში 20 წლის წინ მიტოვებულ სადილეროს მიაკვლიეს. სადილეროში კი, კლასიკური ავტომობილების მთელი კოლექციაც ნახეს, რომლის ღირებულებაც 200 000 გირვანქა სტერლისგს აღწევს. წარმოუდგენელი სურათები, რომლებზეც განადგურებისთვის განწირული ავტომობილებია აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ერთია ის მოდელები, რომელთაც მტვერში გახვეულს ფოტოებზე ხედავთ და მეორე ის, რაც ამ ავტომობილების კაპოტქვეშ დაგხვდებათ. და ინტერიერი? ისინიც, თითქმის ახალივით გამოიყურება. შოკისმომგვრელია ის ფაქტიც, რომ ამ მტვრიანი კაპოტების ქვეშ უნიკალურ მდგომარეობაში მყოფი ძრავებია მოთავსებული.

ესტრელაში მდებარე სადილერომ მუშაობა ჯერ კიდევ 2001 წელს შეწყვიტა. თუმცა შოუ-რუმის მფლობელმა ავტომობილების გაყიდვის ნაცვლად, მათ უცვლელ მდგომარეობაში შენახვა გადაწყვიტა. ამის შემდგომ, ოტმარ ესიგი, სადილეროს მფლობელი, ავტომობილებს მხოლოდ გაუყიდავი ძრავების მარაგის გასაწმენდად ამოწმებდა.

ესიგი 2022 წელს გარდაიცვალა. სწორედ მაშინ, ბიზნესმენის ოჯახმა უიშვიათესი და ძვირად ღირებული კოლექცია აღმოაჩინა და რამდენიმე მათგანის გაყიდვაც გადაწყვიტა. ოჯახის ინფორმაციით, ამ უიშვიათესი ავტომობილების უმრავლესობას მისი არსებობის განმავლობაში ერთი მილიც კი არ აქვს გავლილი.


კოლექციაშია უიშვიათესი VW SP2-ის სპორტული კუპე, რომელიც მხოლოდ ბრაზილიის ბაზრისთვის იწარმოებოდა. აქვეა 1996 წლის Itamar Beetles-ი, რომელსაც VW-ების Ferrari-ის სახელით იცნობდნენ. Beetles-ის ორივე მოდელს ერთი მილიც კი არ აქვს გავლილი. ქარხნის დატოვების შემდეგ ისინი დახურულ ოთახში არიან გამომწყვდეულნი და გზებს არასდროს შეხებიან. კოლექციაში ვხვდებით 1986 წლის Volkswagen Beetle 1600 სპეციალურ სერიას და აქვეა 1996 წლის განსაცვიფრებელი Volkswagen Quantum 2.0 MI Evidence, მისი უნიკალური ფერით.

არ გაგიკვირდებათ და ამ უნიკალურ VW-ებს ახალი მფლობელი უკვე გამოუჩნდათ. მის ახლა კლასიკური ავტომობილების აშშ-ში წაღება გეგმას, სადაც მის უნიკალურ კოლექციასთან გააერთიანებს. ცნობისთვის, მას ძალიან გაუმართლა, რადგან თითქმის ყველა VW-ი მუშაობს, გარდა ერთისა, რომლის აღდგენის პირობაც უკვე დადებულია.

მსგავსი სიახლეები