პირველი ელექტრომობილი ახალგაზრდებში Ferrari-ით დაინტერესებას ზრდის
Ferrari-ის თაყვანისმცემლები ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჰყავს, თუმცა უმეტესად მის მომხმარებლებს შორის 40 წელს ზემოთ პირები ირიცხებიან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს Ferrari-სთვის საკმარისი აღარაა, რადგანაც ავტომწარმოებელი ახლა ამის გამოსწორებას ცდილობს და შედარებით ახალგაზრდა მძღოლების მოზიდვასაც იწყებს.
Ferrari-ის უახლესი მონაცემებით, ახალი მყიდველების დაახლოებით 40% ამჟამად 40 წლის ქვემოთაა. ეს არის 10%-იანი ზრდა 18 წლის წინანდელთან შედარებით და მნიშვნელოვანი ცვლილებაა კომპანიისთვის, რომელიც მუდმივად თავისი ექსკლუზიურობით ამაყობს. ეს გარკვეულწილად იმის დასტურიცაა, რომ კომპანია ახალ ეპოქაში გადადის.
ენცო ფერარის მთავარი სტრატეგია, ბაზარს იმაზე ნაკლები ავტომობილი მიაწოდოს, ვიდრე მოთხოვნაა, არ იცვლება. ბრენდი ავტომობილებს კვლავ შეზღუდული რაოდენობით გამოიშვებს, მიუხედავად მომხმარებელთა მოთხოვნისა, რომ მიწოდება შედარებით გაიზარდოს და მათაც, მომლოდინეთა რიგებში 2-3 წელი ყოფნა არ მოუწიოთ.
Ferrari-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენედიტო ვიგნა ამ თემაზე ხშირად საუბრობს. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუსას, ვიგნამ დაადასტურა, რომ მომლოდინეთა დრო უცვლელი დარჩება და ამ საკითხსაც, გამოცდილების შემადგენელი ნაწილი უწოდა. ამ ფაქტს მარტივი ახსნა აქვს: Ferrari მასობრივი წარმოების ბიზნესი არ არის და არც იქნება.
„ერთხელ, როდესაც Ferrari-ის 78 წლის პირი ყიდულობდა მან თქვა: „ორი წლით ვერ დაველოდები“. მე ვუპასუხე: „ეს არის მოტივაცია“, - განაცხადა ვიგნამ.
ახლა კი კომპანია ელექტრომობილების ბიზნესზე შესვლისთვისაც ემზადება. იტალიური სპორტული მანქანების მწარმოებელი თავის პირველ ელექტრომობილს მიმდინარე წელს, სავარაუდოდ 9 ოქტომბერს გაუშვებს - დამატებით, ხუთ სხვა მოდელთან ერთად. შეცვლილი გეგმების მიუხედავად, ვიგნას თქმით, კომპანია სამივე მიმართულებით თავდაჯერებით აგრძელებს განვითარებას, ესენია: შიგა წვის ძრავები, ჰიბრიდები და სრულად ელექტრო Ferrari-ები.
მაშინ, როდესაც ენთუზიასტთა ნაწილი V12-ის ერთგული რჩება და სხვა ალტერნატივას არ განიხილავს, Ferrari-ში მიიჩნევენ, რომ ახალი მომხმარებლის მოზიდვას მხოლოდ ახალი მოდელებით თუ შეძლებენ. ამ მხრივ, ავტომწარმოებელი იმედებს სწორედ ელექტრომობილებზე ამყარებს და 40 წლამდე ასაკის სეგმენტზე გასვლისთვისაც მათი დახმარებით ემზადება.