საქართველო, საავტომობილო გზები, შეზღუდვები
Aa
Aa

საქართველოში, ამინდის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოში ამინდის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარკვეული სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა ასევე ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე.

„ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

წყარო - Bm.ge

მსგავსი სიახლეები