ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, გრანდ ტური
Aa
Aa

ეს Grand Tour-ი ნამდვილად არაა | თუმცა სამეული კვლავ ბრუნდება?

ლეგენდარული ტრიო ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰემონდისა და ჯეიმს მეის შემადგენლობით, 25-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ გასულ წელს დაიშალა. ოქტომბერში Amazon Prime-ზე მათი ბოლო ერთობლივი ეპიზოდი One For The Road-ი გავიდა. მას შემდგომ, YouTube-ზე ტრიოს მონაწილეობით რამდენიმე ვიდეო კვლავ ვიხილეთ, თუმცა Grand Tour-ის დაბრუნებაზე კვლავ არაფერი მიუთითებს.

ეს დღესაც არ შეცვლილა: როგორც ვიცი, Grand Tour-ი არ დაბრუნდება მაგრამ Amazon Prime-ში. 2025 წლის აპრილის გადაცემების სიაში არის ერთი პროგრამა, სახელწოდებით: The Not Very Grand Tour. ეს უკანასკნელი ეთერში 18 აპრილს გავა. ჩამონათვალში დეტალები მითითებული არაა, მაგრამ აღწერა, მოკლედ, მაყურებლებს ურჩევს განახლებებს თვალი ადევნონ. საინტერესოა ისიც, რომ პროგრამა IMDb-ის სიაში სატელევიზიო სერიალების კატეგორიაში გვხვდება.


ბრიტანეთის ფილმების კლასიფიკაციის საბჭო (BBFC) ფსონს მრავალ ეპიზოდიან სერიალზე ჩამოდის. BBFC-ის თანახმად, პირველი ეპიზოდი სახელწოდებით The Glory and the Power-ი, შიგა წვის ძრავების, წარსული თავგადასავლებისა და სატესტო დრაივების კადრების გადახედვაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Amazon-ი საუკეთესო მომენტების მთელ სერიას აგროვებს.

ამ თეორიას მხარს უჭერს RadioTimes.com-იც, რომელიც წერს, რომ შოუს 8-წლიანი ისტორიის განხილვისას მთავარი წამყვანები ჰამონდი და მეი იქნებიან. ხოლო კლარსკსონი მხოლოდ დაარქივებულ კადრებში გამოჩნდება, რაც პროექტის აწყობასაც გაამარტივებს. ჰამონდი რეალურად, დიდი ხნით ეკრანიდან არც გამქრალა. ის რეგულარულად ჩნდება DriveTribe-ზე და რამდენიმე ვიდეო მეისთან ერთადაც შემოგვთავაზა. კლარკსონი კი, როგორც ჩანს, მის ფერმაზეა სრულად გადართული.

ყოველ შემთხვევაში ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა. Amazon-ის დაანონსებულ თარიღამდე კი, ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ასე, რომ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ.

 

მსგავსი სიახლეები