2001 წლის Acura NSX-T-ი, რომლის ყველა ნაწილი შეგიყვარდებათ
გამოსვლის დროს, Acura NSX-მა უფრო მეტი გააკეთა ვიდრე Ferrari-სა და Lamborghini-ისთვის კონკურენციის გაწევაა. მან დაამტკიცა, რომ სწრაფი, საიმედო და თანამედროვე შუაძრავიანი მოდელია და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ტექნიკურად კოშმარი იქნება. მისი ისტორიიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ამ მოდელის ხელუხლებელი მაგალითების ღირებულება ბოლო პერიოდში გაიზარდა და ეს კონკრეტული NSX-T არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც ბოლო წლებში გვინახავს.
2001 წლის Acura NSX-T ამჟამად Bring a Trailer-ის აუქციონზე იყიდება. ავტომობილს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ძალიან დაბალი გარბენი აქვს. მის ოდომეტრზე მხოლოდ 9 600 კილომეტრი აწერია. Silverstone Metallic-ი კი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ფერებიდან, რომელიც ამ მოდელს ყველაზე მეტად უხდება. ავტომობილი 2002 წლის თებერვლიდან მხოლოდ ერთი მფლობელის საკუთრებაშია, რომელმაც NSX-T საავტომობილო ინდუსტრიას იდეალურ ფორმაში შეუნარჩუნა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ T ამ მოდელის სახელწოდებაში შემთხვევითობა არაა. ის Targa-ს აღნიშნავს, რაც გულისხმობს, რომ მანქანას სახურავის პანელი სურვილისამებრ ეხსნება. ექსტერიერი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია, რომ აღარაფერი ვთქვათ მანქანის 17-ინჩიან ალუმინის დისკებსა და Bridgestone Potenza RE010-ის საბურავებზე. მანქანის დაბალი გარბენიდან გამომდინარე, ისინი კვლავ ახალივით გამოიყურება.
ინტერიერს შავი ფერის ტყავი ამშვენებს, ავტომოყვარულთათვის კი, დამატებით კომფორტს მის რეგულირებადი სპორტული სავარძლები უზრუნველყოფს. ტყავს ცვეთის ნიშნები ოდნავ თუ ეტყობა და სულ რამდენიმე ბზარი აქვს, რაც თითქმის არც შეიმჩნევა. სხვა მხრივ, ამ ვინტაჟური მოდელის სალონიც და ექსტერიერიც შესაშურ მდგომარეობაშია.
2001 წლის ქარხნული ვერსიების მსგავსად, ეს Acura NSX-იც 3.2-ლიტრიანი ატმოსფერული VTEC V6 ძრავითაა აღჭურვილი, 290 ცხენის ძალას და 300-ზე მეტ ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მაღალბრუნიანი V6 კი, 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება და ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს.
ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან გამომდინარე, აღარ უნდა გაგიკვირდეთ რომ მოდელის ფასი აუქციონზე ყოველდღიურად იზრდება. ამჯერად, საფასო ნიშნული $100 000-ს უახლოვდება, თუმცა სავარდოდ, ეს NSX-T უფრო ძვირადაც გაიყიდება.