პორშე 911, პორშე, ალპინი, სპორტული მოდელები, ალპინი ა390, ალპინი ა310
Aa
Aa

Alpine-ის ახალი „სპორტქარი“ 911-სთვის დიდების მოსაპარად ემზადება

Alpine-ის ახალი კროსოვერის, A390-ის დებიუტამდე მხოლოდ ორი თვე დარჩა. თუმცა, სანამ A390-ს ოფიციალურად ვიხილავდეთ, პაპარაცებმა სკანდინავიაში A3-ის ბრენდის კიდევ ერთი მოდელი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ Alpine-ის ახალი „სპორტქარი“ A310 იქნება. ჯაშუშურად მოპოვებული ფოტოები კი გვაფიქრებინებს, რომ Alpine ამ მოდელით 911-ისთვის დიდების წართმევას შეეცდება.


და ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც Alpine-მა თავისი კონკურენტისგან დიდების „მოპარვა" განიზრახა. 1970-იან და 1980-იანი წლების დასაწყისში იმავეს გაკეთებას პირველი A310-იც ცდილობდა. ახლა კი საკითხავია, შეძლებს თუ არა 911-ის დაჩრდილვას ახლა უკვე Alpine-ის ახალი „სპორტქარი“ - A310.

პაპარაცულ ფოტოებში დახვეწილი სპორტული ავტომობილია აღბეჭდილი, ე.წ. „მაკრატელა“ კარებითა და დიდი უკანა ფრთით, რომელიც ალბათ ბევრს 911-ს მოგაგონებთ. მაგრამ არ ინერვიულოთ იმაზე, თუ რასაც ხედავთ, რადგან რეალური A310 სრულიად განსხვავებული იქნება. 


A310 ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ Alpine ტესტირებისთვის ჯერ პროტოტიპს იყენებს. ეს პროტოტიპი კი ძალიან ჰგავს Ligier JS2 R-ს, სარბოლო მანქანას, რომელიც საფრანგეთში შეიქმნა. თუმცა ის რეგულარულად, გზებისთვის გამოყენებადი არ გახლდათ, ისევე როგორც Alpine-ის სპორტული მანქანებია ხოლმე.

Ligier-ის JS2 R-ი ჩვეულებრივ Ford V6-ის ძრავას იყენებს, თუმცა Alpine-ის ინჟინრები, დიდი ალბათობით, მას სრულად ელექტრო ძალური აგრეგატით ჩაანაცვლებენ. ავტომობილის ოთხივე ბორბლიდან გამომავალი თოვლის ორთქლი კი მიუთითებს, რომ ავტომობილი სრულად ამძრავი უნდა იყოს.


ნამდვილი A310, რომელიც 2028 წელს გამოვა, Alpine Performance Platform-ის შედარებით გრძელ პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული. ეს უკანასკნელი უფრო პატარა ზომის A110-სთვისაცაა განკუთვნილი და დიდი ალბათობით, Renault 5 Turbo 3E-სი საფუძველიც იქნება.

მსგავსი სიახლეები