ყველა დროის ყველაზე ძლევამოსილი ცხელი ჰეტჩბეკი ოფიციალურად მკვდარია
Mercedes-მა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის, Mercedes-Benz A-Class-ის წარმოება აშშ-ში ჯერ კიდევ 2022 წელს შეწყვიტა. თუმცა, ავტომწარმოებლის ყველაზე პატარა ზომის სედანი, რომელიც ჰეტჩბეკის სახითაც გამოდიოდა, სხვა ბაზრებზე არსებობას განაგრძობდა.
თუმცა ეს ეპოქაც უკვე წარსულს ჩაბარდა: გერმანულმა გიგანტმა ყველა დროის ყველაზე ძლევამოსილი ცხელი ჰეტჩბეკის წარმოების სრულად შეწყვეტა ოფიციალურად დაადასტურა. Mercedes-ის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე თაობის შემდეგ, A-Class-ის ხაზის განახლება აღარ იგეგმება.
იტალიურ ჟურნალ Quattroruote-თან საუბრისას, არკუს შეფერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის გადაწყვეტილება კომპაქტური მოდელების შეთავაზებები არსებული შვიდი მოდელიდან ოთხამდე შემცირდეს. გადაწყვეტილება გარკვეულწილად ხარჯების შემცირებასთანაა დაკავშირებული, ამასთან ერთად კი, კომპანიის განზრახვასთან - ფოკუსირდეს იმ მოდელების წარმოებაზე, რომლებიც მომხმარებლებისთვის ბევრად მიმზიდველად აღიქმება.
თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ Mercedes-ის მომხმარებლებს A-Class-ი არ უყვართ. პირიქით, განსაკუთრებით ევროპელებს თავიანთი ჰეჩბეკები ნამდვილად არ სძულთ მაგრამ ეს, საავტომობილო ინდუსტრიის ამ რთულ პერიოდში გადარჩენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
კიდევ ერთი მოდელი, რომელსაც Mercedes-ი გამოემშვიდობება მისი ყველაზე პატარა მინივენი B-Class-ია. შედეგად, ეს მოდელი თავის ადგილს CLA-ს, CLA Shooting Brake-ს, GLA-სა და GLB-ის დაუთმობს. თუმცა შედარებით მცირე ზომის G-Class-ი უკვე გზაშია, მაგრამ საყურადღებოა, რომ ის წარსულ მოდელებთან პლატფორმას არ გაიზიარებს. MMA-ბაზის ნაცვლად, ეს მოდელი განსხვავებული არქიტექტურით შეიქმნება, რომელიც G-Class-ის გამავლობის შესაძლებლობებსაც გააუმჯობესებს.
ცოტა ხნის წინ, Mercedes-მა EQ-ის ცალკე ხაზის გაშვების გეგმაც გააუქმა. ეს ნიშნავს, რომ სრულად ელექტრო EQA და EQB-ის შემდეგი თაობები GLA-სა და GLB-ის ხაზში იქნება ინტეგრირებული. უახლოეს პერიოდში კი, CLA Shooting Brake-ის ელექტრო ვარიანტებიც გამოჩნდება. თითოეული მათგანი mind-ჰიბრიდი იქნება და 1.5-ლიტრიანი ტურბოდაბერვის ბენზინის ძრავით იქნება აღჭურვილი.