Tesla ვანკუვერის ავტოშოუდან გამოაგდეს
Tesla-ს ავტომობილებსა და შოურუმებზე ბოლო დროს გახშირებული თავდასხმები, ელექტრომობილების მწარმოებელზე კვლავ უარყოფით მოქმედებს. არც მიმდინარე თვის ვანკუვერის შოუ იქნება გამონაკლისი, რომელზეც უსაფრთხოების საკითხების გამო, Tesla მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ავტოშოუს (VIAC) ორგანიზატორები ღონისძიებიდან Tesla-ს ჩახსნით არასასურველი ინციდენტების თავიდან არიდებას ცდილობენ. მათ შორისაა მომხმარებელთა პროტესტი და ვანდალური თავდასხმები, რომლებიც Tesla-ს ელექტრომობილებსა და სადილეროებზე განსაკუთრებით გახშირდა. ორგანიზატორებმა EV-ების მწარმოებელს ღონისძიებიდან საკუთარი პირობებით გასვლის შესაძლებლობა მისცეს, თუმცა Tesla-მ უარი განაცხადა.
ასე, რომ Tesla-ს ავტომობილები ვანკუვერის გამოფენაზე, რომელიც სავარაუდოდ 130 000-ზე მეტ ვიზიტორს მიიღებს, აღარ გამოჩნდება. „Tesla-ს გამოფენა ვანკუვერში ოფიციალურად გაუქმებულია. მას შემდეგ, რაც კომპანიას მიეცა მრავალი შესაძლებლობა ნებაყოფლობით გასულიყო“, - განაცხადა ერიკ ნიკოლმა, ავტო შოუს აღმასრულებელმა დირექტორმა განცხადებაში. მისივე თქმით, მთავარი „დამსწრეების, გამოფენის და პერსონალის უსაფრთხოებაა“.
Vancouver Sun-ის მიერ გადაღებულ სურათებზე ვხედათ Cybertruck-ს, Model 3-სა და facelifted Model Y-ის. სამივე მათგანი ფოტოებზე საგამოფენო დარბაზშია, თუმცა ოფიციალურ ღონისძიებაზე ასე აღარ იქნება. ავტომოყვარულებს ახლა მოუწევთ დაკმაყოფილდნენ სხვა ბრენდების, მათ შორის GM-ის, Ford-ისა და Toyota-ს ორასამდე მანქანით, რომლებიც ადგილზე დარჩება.