აუქციონი, უცნაური, შევროლეტი, რებუთ ბაგი, ჯოი რუიტერი
Aa
Aa

Reboot Buggy: რა მოხდებოდა, რომ მანქანა ცხენი ყოფილიყო?

2013 წლის Reboot Buggy, რომელიც საავტომობილო მინიმალიზმის შედევრია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მანქანაა, რომელიც დღეს საავტომობილო ბაზარზე დაგხვდებათ. მანქანა ამჟამად Cars and Bids-ზე იყიდება და ახალი მფლობელის მოლოდინშია.

Reboot Buggy ჯოი რუიტერს ეკუთვნის, ადამიანს, რომელსაც თავის სიცოცხლის განმავლობაში ნამუშევარი აქვს ყველაფერზე - მანქანებიდან დაწყებული, ნავებითა და ავეჯით დასრულებული. ამ მანქანაშიც მისი, პიპერმინიმალისტური ხელწერა პირველივე შეხედვიდან იგრძნობა. რუიტერს პროექტზე მუშაობისას ერთი მთავარი მიზანი ამოძრავებდა - დაბრუნებულიყო იმ დროში, რომელშიც მანქანის დიზაინი მხოლოდ მართვის გამოცდილებაზე იყო ორიენტირებული.

მისმა თამამმა მიდგომამ, რა თქმა უნდა, შედეგიც გამოიღო. 2013 წელს, საჯაროდ გამოჩენის პირველივე დღიდან, Reboot Buggy ყველას ყურადღებას იპყრობს და გამოფენიდან გამოფენაზე მონაწილეობს.

საინტერესო პროექტების გარდა, რუიტერს ბევრი ავტომოყვარულის საყვარელი ციტატაც ეკუთვნით: „ცხენი უბრალოდ ცხენია. ის ადამიანების მიერ სამართავი არაა. ჩვენ ცხენს ასე მოვექეცით. რა იქნებოდა, რომ მანქანა უბრალოდ მანქანა ყოფილიყო? რა იქებოდა მისი მისია? როგორი დიზაინი ექნებოდა“ - საოცარი.


მაშ, რა არის ზუსტად Reboot Buggy? ეს არის ავტომობილი, რომელიც დამზადებულია მძღოლზე ფოკუსირების გარეშე, მაგრამ ის არც თვითმართვადია და არც ავტოპარკინგი აქვს. ავტომობილი ორი მგზავრისთვისაა განკუთვნილი და მარცხენასაჭიანია. ფოლადის შასზე შექმნილი Buggy 6.3-ლიტრიანი Chevy V8 ძრავითაა აღჭურვილი და V8-ზე მომუშავე სკეიტბორდს მოგაგონებთ. ავტომობილებიდან კი, Hammerhead Eagle i-Thrust-ს წააგავს.

უგზოობასთან გასამკლავებლად, Reboot Buggy-ს King Shocks-ის ფრიქციული ამორტიზატორი და 18-ინჩიანი XD-ის დისკები უყენია, რომლებიც Yokohama Geolander ტალახის რელიეფის საბურავებშია მოთავსებული. რუიტერი ნამდვილად არ ხუმრობდა, როდესაც თქვა, რომ მძღოლებზე არ ფიქრობდა, რადგან ასე, რომ ყოფილიყო მანქანას GM-ის Turbo-Hydromatic-ის 3-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით არ აღჭურვიდა.

Reboot Buggy-ის უჩვეულო დიზაინის გარდა მისი იდეალური მდგომარეობითაც გაგაკვირვებთ. მანქანას სულ რაღაც 2 300 კილომეტრი აქვს დაფარული, ახალივით გამოიყურება და ამ დროისთვის, მისი ფასი $20 000-ს აღწევს.

 

მსგავსი სიახლეები