1995 წლის Nissan 240SX-ს საჭის ნაცვლად დინამიკი აქვს
„მრავალფუნქციური საჭე“ ჩვეულებრივ რამდენიმე ღილაკი აქვს, რომლებიც კრუიზ კონტროლისა და სტერეოს ხმის დასარეგულირებლად გამოიყენება. თუმცა Facebook Marketplace-ზე გასაყიდად გამოტანილი 1995 წლის Nissan 240SX-ი მრავალფუნქციური საჭის შესახებ წარმოდგენას სრულად შეგიცვლით.
თქვენ წინაშე 1995 წლის Nissan 240SX-ია, რომელიც მის ქარხნულ ვერსიას უკვე თითქმის აღარაფრით ჰყავს. წლების განმავლობაში ავტომობილი არაერთხელ განაახლეს, ამ მოდიფიკაციების შედეგს კი, თქვენ სურათზეც კარგად ხედავთ. ეს გიგანტური დინამიკია, რომელიც საჭის სიგნალის ადგილზეა დამაგრებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ცვლილება SoundCrafters-ს ეკუთვნის, რომელმაც ავტომობილის მოდიფიკაცია 2007 წელს დაასრულა. SoundCrafters-ის პროექტში ბევრი გამოკვეთილი დეტალია განახლებული, თუმცა ყველაზე უჩვეულო მოდიფიკაცია უჩვეულოდ საჭეა, რომელზეც დინამიკია დამონტაჟებული. რთულია იმის დადგენა, როგორ დააპროექტეს ეს დიზაინი, თუმცა დიდი ალბათობით, Nissan-ს მართვის ფუნქცია დაკარგული ექნება.
დინამიკები მხოლოდ საჭეზე არაა, ის ყველგანაა. ერთი დინამიკი ინსტრუმენტთა პანელშია ჩაშენებული, რამდენიმე სავარძლების უკან. საინტერესოა, რომ ამ Nissan-ში თქვენ არც სავარძლები დაგხვდებათ. შესაბამისად დასხდომა პირდაპირ იატაკზე მოგიწევთ და სჯობს მაღალი იყოთ, რომ საჭეს კარგად მისწვდეთ.
და ეს მხოლოდ ინტერიერია. ამ 240SX-ს ასევე აქვს მოგრძო და ვიწრო ფორმის სახურავის პანელი და ფერი, რომელიც რთული სათქმელია მოგეწონებათ თუ პირიქით. ამას ემატება 20-ინჩიანი წინა და 22-ინჩიანი უკანა დისკები და რა თქმა უნდა ის, რაც კაპოტის ქვეშაა განთავსებული. 240SX-ის მოდელი 2.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, ამას ემატება Garrett T04E-ს ტურბო და Wilwood-ის დიდი სამუხრუჭე ნაკრები.
ავტომობილი ლას-ვეგასში SEMA-ს გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, ცოტა ხნის წინ კი გერმანიაშიც გამოჩნდა. ამჟამად მოდელი იყიდება და როგორც მისი აღწერიდან ვიგებთ მცირე პრობლემებიც აქვს. მათ შორის მფლობელის თქმით „მუხრუჭებს ყურადღება სჭირდება“, ხოლო საღებავის მდგომარეობა 10-დან შვიდია. 1995 წლის Nissan 240SX ახლა $15 000-დაა შეფასებული, თუმცა ფასი დიდი ალბათობით შეიცვლება.