Toyota Land Cruiser-ი, რომელიც ყუმბარის აფეთქებას გადაგარჩენთ
Inkas Armored-მა ახლახან ახალი, შეჯავშნული Land Cruiser-ი გამოუშვა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდასხმის დროს საუკეთესო თავდაცვის საშუალებად იქცევა. კომპანიის ინფორმაციით, ეს მოდელი BR6-ის რეიტინგის ჯავშნითაა აღჭურვილი, რაც სამოქალაქო მანქანებისთვის დაცვის უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს და სპეციალური ნებართვის გარეშე დაიშვება.
BR6-ის ჯავშნით ავტომობილი დაცულია, როგორც 7.62×51 მმ-ის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისგან, ასევე ხელყუმბარებისგან. Land Cruiser-ის 360-გრადუსიანი დავა სრულად შეესაბამება CEN-ის (სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი) სტანდარტებს. რაც შეეხება ფანჯრებს, ისინი სამხედრო კლასის ბალისტიკური მინითაა დაცული, ხოლო საბურავებში პოლიკარბონატია გამოყენებული.
Inkas-ი დაზუსტებით არ ამბობს, თუ რა წონა ექნება მის ახალ მოდელს, მაგრამ რა თქმა უნდა ის ბევრად მძიმე იქნება ვიდრე სტანდარტული Cruiser-ი. მის სიმძლავრესაც თუ გავითვალისწინებთ, 326 ცხენის ძალის მქონე ოთხცილინდრიან ჰიბრიდს შესაძლოა ცოტა გაუჭირდეს სწრაფად გადაადგილება. მიუხედავად ამისა, კომპანია ამტკიცებს, რომ გაუმჯობესებული დაკიდების სისტემით, მოდელის შესაძლებლობები უგზოობაშიც მნიშვნელოვნად უმჯობესდება.
თუ უსაფრთხოების ეს დონე თქვენთვის საკმარისი მაინც არ აღმოჩნდება, Inkas-ი პერსონალურ შეკვეთებსაც მიიღებს. მათ შორის Inkas გთავაზობთ სურვილისამებრ ძრავის განყოფილების ტყვია გაუმტარობას, ძრავის საფენის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას, გამონაბოლქვი სისტემისა და რადიატორის დაცვას. დამატებით, ავტომობილს ღამის ხედვის კამერა, LED სტროფული განათება, ჟანგბადის ფილტრაციის სისტემა და სირენა/PA სისტემაც კი უყენდება.
Land Cruiser-ი ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე დაბრუნდა და ახლა, მისი ტყვიაგაუმტარი ვერსიის ყიდვაც შესაძლებელია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შტატებში შეჯავშნული ვერსიები უყვართ, ეს მოდელიც ალბათ დიდი პოპულარობით ისარგებლებს.