ის, რასაც Mansory-სგან ველოდით: მძლავრი და მდიდრული Rolls-Royce
როდესაც საქმე Mansory-ს ეხება, მძღოლთა დამოკიდებულება ორ ნაწილად იყოფა - ზოგს სძულს ყველაფერი, რასაც გერმანული კომპანია ეხება, ზოგი კი მისი შემოქმედებით მოხიბლულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ისინი ამდენი ხნის განმავლობაში წარმატებით განაგრძობენ ოპერირებას ნიშნავს, რომ ერთგული მომხმარებლებიც, მოძულეებთან ერთად, საკმაოდ ბევრი ჰყავს.
Mansory გულშემატკივრების გულის მოგებას ამჟამად ახალი პროექტით ცდილობს, რომელიც განახლებული Rolls-Royce Cullinan Series II-ის ბაზაზეა შექმნილი. გერმანული კომპანიის ახალი პროექტი inea D’Arabo-ს სახელითაა ცნობილი და Mansory-ის მიერ, 12 თვის წინ მოდიფიცირებულ სხვა Cullinan-ს გვაგონებს. თუმცა, Linea D'Arabo კიდევ უფრო მაღლა დგას და, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Rolls-Royce, რომელსაც ოდესმე იხილავთ.
Mansory-ის მოდიფიცირებული კორპუსი სტანდარტულისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. მას აქვს უნიკალური წინა მხარე, ცხაურაზე სპილენძის დეტალებით, ახალი LED დღის განათება და Spirit of Ecstasy-ი ბრინჯაოს დიზაინით. ამას ემატება ახალი ხელოვნური ფარები, სპილენძის კარის სახელური და უზარმაზარი, 24-ინჩიანი საბურავები.
და რაც მთავარია, Mansory-ს ეს Cullinan-ი მხოლოდ გარეგნულად არ "გაულამაზებია". რიგი ცვლილებები კაპოტქვეშაც შეიტანა. მოდელის 6.75-ლიტრიანი ტვინტურბო V12 ახლა უკვე 720 ცხენის ძალას და 1 050 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს საკმარისია, რომ SUV 0-დან 100-მდე 4.8 წამში აჩქარდეს და მაქსიმალურ სიჩქარეზე 250 კმ/სთ განავითაროს.
საბოლოო ჯამში, Mansory-ის Cullinan Linea D'Arabo არის ზუსტად ის, რასაც ამ კომპანიისგან მოველოდით. მძლავრი მოდელი, გამორჩეული დიზაინით, რომელიც ამ ფირმის სხვა მოდელების მსგავსად, ალბათ კვლავ ორაზროვან დამოკიდებულებას დაიმსახურებს.