მძარცველები, ქურდობა, როლს-როისი
Aa
Aa

მძარცველმა ბანკის გასაქურდად Rolls-Royce დაიქირავა

ბანკის მძარცველები გასაქცევად ძირითადად დიდ, ძვირადღირებულ და მძლავრ ავტომობილებს ირჩევენ, თუმცა Rolls-Royce-ის გამოყენება, რაღაც ახალია. თუმცა ფაქტია, ერთ-ერთმა მძარცველმა ამ ხერხსაც მიმართა და რაც ძალიან საინტერესოა, მან ეს მოდელი დღეში $1 750-ად იქირავა.

ბრალდებული დორიან საიკსია, რომელიც ამჟამად ძებნაშია. ეჭვმიტანილი, ამ თვეში, ორი ბანკის ძარცვაში მონაწილეობდა, რის შედეგადაც სულ მცირე $13 000-ის შოვნა მოახერხა. პირველი თავდასხმა Credit Union One-ის ფილიალზე 6 მარტს განხორციელდა, საიდანაც საიკმა სავარაუდოდ $10 000 წაიღო. მეორე ძარცვა სულ რაღაც 6 დღის შემდეგ, 12 მარტს მოხდა და ამ შემთხვევაშიც, საიკი ბანკში შეიარაღებული შევარდა.


ამის მიუხედავად, მეორე ძარცვა ნაკლებად შემოსავლიანი გამოდგა. მძარცველმა ბანკიდან მხოლოდ $3 4000-ის წაღება მოახერხა. ეს კი არც მისი გარეთ დაპარკინგებული Cullinan-ის ორი დღით დაქირავებისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

მძარცველმა Rolls-ი Dream Luxury Car Rental-იდან დაიქირავა. კომპანიამ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა მანამ, სანამ მათ ერთ-ერთ ვიდეოში თავიანთი ავტომობილი არ ამოიცნეს. იგივე ფირმიდან, ცოტა ხნის წინ, Rolls Ghost-იც გაუჩინარდა. ამჯერად, კომპანიამ Cullinan-ი უკან დაიბრუნა, თუმცა $15 000-მდე მაინც იზარალა. რაც შეეხება საიკს, ის კვლავ ძებნაშია და პოლიციას არ დაუკავებია.

მსგავსი სიახლეები