მერსედესი, მერსედეს ბენცი, უცნაური
Aa
Aa

Mercedes-ი სამსახურიდან წასვლისთვის €500 000-ს გადაგიხდით

გერმანული მედიის ინფორმაციით, Mercedes-Benz-ი თანამშრომლებს, რომლებიც წლებია უკვე კომპანიისთვის მუშაობენ, თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში ექვსნიშნა ანაზღაურებას სთავაზობს. სარფიანი გარიგება ავტომწარმოებლის არსებული გეგმის ნაწილია, რომელიც 2027 წლამდე $5.5 მილიარდის დაზოგვას ითვალისწინებს. ანაზღაურების ზუსტი ოდენობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ხელფასსა და მუშაობის სტაჟზე.

მაგალითისთვის, თუ გუნდის 55 წლის ხელმძღვანელი ხართ, რომლის თვიური შემოსავალი €9,000-ია და Mercedes-ში მუშაობის 30-წლიანი სტაჟი აქვს, ფირმიდან წასვლის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ევროს გადაგიხდით. გავრცელებული ინფორმაციით, Mercedes-Benz Group-ი ანაზღაურების მსგავს გეგმას 30 000-მდე თანამშრომელს სთავაზობს, რომლებიც უშუალოდ წარმოებაში მონაწილეობენ. ამ პირობებით, კომპანია იმ თანამშრომლებსაც კი, რომლებიც ჯერ 40 წლამდე არიან და თვიურად 6 000 ევროს გამოიმუშავებენ, წასვლის სანაცვლოდ, €100 000-ს გადაუხდის.


ავტომწარმოებელი, აპრილის თვემდე, ინდივიდუალურ წერილობით შეთავაზებას 30 000-ზე მეტ თანამშრომელს გაუკეთებს, რომელთაც პასუხისთვის დრო 31 ივლისამდე ექნებათ. Mercedes-ის განცხადებით, პროცესი ნებაყოფლობითია და დარჩენის მსურველებიც პოზიციას შეინარჩუნებენ. კომპანია ასევე უფლებას იტოვებს, სხვა თანამშრომლებს გარიგებაზე უარი უთხრას, რათა კომპანიიდან ტალანტების გადინება არ მოხდეს.

რატომ აკეთებს Mercedes-ი ამას? - კომპანიას, მოქმედი შეთანხმებით, თანამშრომელთა გათავისუფლება 2034 წლის ბოლომდე არ შეუძლია. პარალელურად კი, ხარჯების მაქსიმალურად შემცირება სურს. შემცირების პროგრამებს მომავალში Mercedes-ი სვა განყოფილებებზეც გეგმავს.

მსგავსი სიახლეები