ილონ მასკი, ელექტრომობილი, ჯერემი კლარკსონი, სასამართლო, ტესლა, ტოპ გირი, გრანდ ტური
Aa
Aa

17 წლის შემდეგ, ჯერემი კლარკსონი Tesla-ზე გამარჯვებას ზეიმობს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის სარჩელიდან თითქმის 17 წლის შემდეგ, ლეგენდარული ტელეწამყვანი ჯერემი კლარკსონი გამარჯვებას ზეიმობს. Tesla-ს სარჩელი ცილისწამებას უკავშირდება, კლარკსონის განცხადება კი, ელექტრომობილების მწარმოებლისა და მისი მილიარდერი მფლობელის ცუდ შედეგებსა და რეპუტაციას.

Tesla-ს საქმეები ცუდად მიდის. ერთი მხრივ მისი მფლობელის პოლიტიკური კარიერა, მეორე მხრივ კი, სადილეროებსა და ელექტრომობილებზე გახშირებული შეიარაღებული თავდასხმები და ვანდალიზმის შემთხვევები. Tesla-ს ფინანსური შედეგები ალბათ ბევრს უკვირს, თუმცა Top Gear-ის წამყვანს ნამდვილად არა.

შესაძლოა ბევრს არ ახსოვს, თუმცა ამერიკული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტს 2008 წელს, Tesla Roadster-ის ცუდი შეფასების გამო უჩივლა. მაშინ, კლარკსონმა ელექტრომობილს „არასაიმედო“ უწოდა. მილიარდერს ეს შეფასება არ მოეწონა და სასწრაფოდ, სასამართლო პროცესი წამოიწყო.

„მე მას არასაიმედო ვუწოდე, რაც მართლა ასე იყო. ვთქვი, რომ სასაცილოდ ძვირი ღირდა და ძალიან მძიმე იყო, რაც მის მართვას ართულებდა“, - განაცხადა კლარკსონმა მრავალწლიან დავაზე. „ის ამაზე ძალიან გაბრაზდა და ამტკიცებდა, რომ მე მქონდა პრობლემები ელექტრომობილებთან. მან წააგო სასამართლო და წააგო საჩივარი, თუმცა ამას ვერასდროს გადაიტანს“.

კლარკსონმა ისიც აღნიშნა, რომ თავად „ავტომობილებზე მიმოხილვის გაკეთების დროს ყოველთვის სამართლიანია“. წამყვანმა ისიც აღიარა, რომ სიამოვნებას იღებს, როდესაც ხედავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ერთ დროს Tesla-ს „აღმერთებდნენ“, ახლა მას აკრიტიკებენ.

„ეს ფაქტია. მე ყოველთვის სამართლიანი ვიყავი ავტომობილების მიმოხილვისას. თუმცა ის საპირისპიროს ამტკიცებდა. ეს კი ამის საზღაურია. და რაც ამ თემას ყველაზე საინტერესოდ აქცევს ის ფაქტია, რომ Tesla-ს სწორედ ის ადამიანები აღმერთებენ, რომელთაც ის კვარცხლბეკზე აიყვანეს“.

BBC-ის წინააღმდეგ მილიარდერის სარჩელი საბოლოოდ 2013 წელს გააუქმეს. ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადება Tesla-ს მფლობელმაც გააკეთა: „გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ Top Gear-ი BBC-ზეც კი გადიოდა. კლარსკონის შოუები უფრო მეტად გასართობი ხასიათისაა და სიმართლეს ნაკლებად ასახავს. ვფიქრობ, რომ ამას ბევრი ხვდება, თუმცა არა ყველა.

მსგავსი სიახლეები