აუქციონი, საკოლექციო მოდელი, კოლექცია, პორშე 911, პორშე
Aa
Aa

შეიძინე ექვსი Porsche 911 და მიიღე ტრაილერი უფასოდ

მოგებიანი შეთავაზება იმ ავტოენთუზიასტებისთვის, რომლებიც 911-ებით მოხიბლულნი არიან, თუმცა მათი ძვირად ღირებული კოლექციის ტრანსპორტირებისთვის საშუალებასაც ეძებენ. Sotheby-ის ვებ-გვერდზე თქვენ ეს ყველაფერი ერთ განცხადებაში დაგხვდებათ. წესები მარტივია: თქვენ მხოლოდ ეს ექვსი, თითქმის ახალი Porsche 911 უნდა შეიძინოთ და ტრაილერსაც ხელს გააყოლებთ.


გერმანიაში, მომავალ თვეში აუქციონზე გასატან ლოტში გაერთიანებულია 991-ის თაობის, ყველა დროის ექვსი საუკეთესო Porsche 911, რომელთაგან თითოეულს 50 კილომეტრზე ნაკლები აქვს დაფარული, მათ შორისაა: GT3 Touring, 911 R, GT3 RS, GT3, GT3 Cup და GT3 Cup R. შეთავაზებაშია სატრანსპორტო სატვირთო მანქანაც, 2019 წლის Man TGX 18.640 Rolfo Auriga.

ამ 911-დან ორი ექსკლუზიურად ტრასისთვის შეიქმნა: GT3 Cup და GT3 Cup. GT3 Cup-ს 40 კილომეტრზე ნაკლები აქვს გავლილი და თითქმის ხელუხლებელია, GT3 Cup R-ის ოდომეტრზე კი, 30 კილომეტრზე ნაკლები წერია. 991.2 GT3-ის მოდელს მისი 6-სიჩქარიანი მექანიკა და კარბონის კერამიკული მუხრუჭები გამოარჩევს, ხოლო GT3 Touring-ი Sport Chrono-ს სრული პაკეტით, 918 Spyder-ის სტილის სავარძლებითა და Bose-ის აუდიოსისტემათია აღჭურვილი.

ბოლოს კი, უნდა აღინიშნოს GT3 RS „Weissach“ და 911 R - ორი, უიშვიათესი 911 და ამ ლოტის გამორჩეული წევრი. GT3 RS-ის შემთხვევაში Clubsport-ის სრული პაკეტი და სარბოლო აღკაზმულობა დაგხვდებათ, რაც შეეხება 911 R-ს, ის ამ მოდელის სულ რაღაც 911 წარმოებული ეგზემპლარიდან 698-ეა.

Sotheby-ის ლოტის ღირებულება ჯერ არ გაუსაჯაროებია. აუქციონი კი, 28 აპრილს დაიწყება. უცნობია უნიკალური კოლექციის ამჟამინდელი მფლობელის ვინაობაც. თუმცა, როგორც ვიცით ის გერმანელია და ბავშვობაში, სათამაშოდ, სპორტული მანქანების პატარა კოლექცია ჰქონოდა. ოცნება კი წლების შემდეგ ექვსი Porsche-ს ყიდვით აისრულა, რომელთა ტრანსპორტირებისთვისაც ის ტრაილერს იყენებდა.

 

მსგავსი სიახლეები