საინტერესო, სასარგებლო ინფო, რჩევები, ყველგანმავალი, ზამთრის საბურავები, საბურავები, საინტერესო ინფო, სასარგებლო რჩევა, ზაფხულის საბურავები, სპორტული საბურავები, ყველგანმავლების საბურავები, რანფლეტ საბურავები, თვითმზიდი სალტე
Aa
Aa

როგორ განვასხვაოთ საბურავები ერთმანეთისგან?

საბურავი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჰაერით გაბერილი სიმრგვალე. ის გზის საფართან ავტომობილის ერთადერთი შეხების წერტილია. საბურავი ბევრი სხვადასხვა შემადგენლობის, ფორმისა და ზომისაა. კარგი საბურავი ბევრ დაბრკოლებას უნდა გაუმკლავდეს. არსებობს ორი მთავარი ფაქტორი, რაც ერთმანეთისგან გარჩევაში დაგვეხმარება: რეზინის შემადგენლობა და პროტექტორის ტიპი. რა თქმა უნდა, გზის ზედაპირი და ამინდი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. როცა საბურავი სწორადაა შერჩეული, მაშინ თქვენს ავტომობილს კარგი მართვადობა და მოჭიდება აქვს. ამ სტატიაში თითოეული მათგანის უპირატესობებს განვიხილავთ:

-           ზაფხულის საბურავები:

ზაფხულის საბურავები ამინდის შედარებით თბილ პირობებში, მშრალ და სველ ზედაპირზეც უკეთეს მოჭიდებას უზრუნველყოფს. მას ნაკლები ხახუნის ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებია როგორც ცვეთა, ასევე ხმაურიც. პროტექტორი ზაფხულის საბურავებზე უფრო გარშემოდენილია, ვიდრე ზამთრის საბურავებზე, ნაკლები ღარი აქვს და უფრო გლუვი ზედაპირი. ეს წყლის დაგროვებისგან იცავს. პროტექტორის მიწასთან შეხება მაქსიმილიზებულია. ზაფხულის მშრალ დღეებში საუკეთესო მოჭიდებასა და დამუხრუჭებას გვთავაზობს. რეზინის შემადგენლობისა და პროტექტორის ტიპის გამო, ამ საბურავების ზამთარში გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. როდესაც ტემპერატურა 7 გრადუსზე დაბლა ეცემა, საბურავი შესაბამისად ვერ თბება. შემადგენლობა ხისტი ხდება და თოვლსა და ყინულს ვერ უმკლავდება.

-           ზამთრის საბურავები:

ზამთრის საბურავები წვიმაში, თოვლში, ყინულზე ან უბრალოდ ამინდის ცივ პირობებში უკეთეს ჩაჭიდებას გვთავაზობს. პროტექტორის შემადგენლობა შედარებით უფრო ნეიტრალური რეზინია, რაც ნიშნავს, რომ 7 გრადუსზე დაბლა არ ხისტდება. პირიქით, ის უფრო მოქნილია და სამუხრუჭე მანძილს ამცირებს. მას უფრო მეტი ღარი აქვს და მისი სიმაღლეც, ზაფხულის საბურავთან შედარებით მაღალია.

ზამთრის საბურავები თოვლშიც უკეთესად ეფლობა, ჭყაპსა და წყალს კი, უკეთ უმკლავდება. ასევე, ჰიდროპლავირების შანსს ამცირებს. გახსოვდეთ, ზამთრის საბურავები ზაფხულში არ უნდა გამოიყენოთ. შემადგენლობა მშრალი ასფალტისთვის ზედმეტად რბილია. ეს იმას ნიშნავს, რომ საბურავი ნორმაზე მეტად გაცხელდება და უფრო სწრაფად გაცვდება. გაზრდილი ხახუნის ძალა კი, საწვავის მოხმარებაზე უარყოფითად აისახება.

ზამთრის საბურავებით გადაადგილება შესაძლოა კომფორტული იყოს, თუმცა უსაფრთხოება ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

-           ყველა სეზონის საბურავები:

სახელიდან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ყველა სეზონის საბურავები ზაფხულისა და ზამთრის მახასიათებლებს აერთიანებს. რეგიონებში სადაც რბილი კლიმატის პირობებია, ეს საბურავი საუკეთესო არჩევანია. ასეთი საბურავები ფულს და დროს ზოგავს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ზამთრისა და ზაფხულის საბურავები, შესაბამისი ამინდის პირობებში, უკეთ გამოიყურება.

-           თვითმზიდი სალტე:

ე.წ. „რანფლეტ“ საბურავები, ანუ თვითმზიდი სალტე, გაძლიერებული გვერდულებით, ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა. საბურავების დაზიანების ან წნევის მოულოდნელად დავარდნის შემთხვევაში ისევ მუშაობს და სახლამდე მშვიდობით მიგიყვანთ. უფრო კონკრეტულად კი, დაზიანების შემთხვევაში, ასეთი საბურავით 80 კილომეტრის გავლას შეძლებთ. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვაც 80 კმ/სთ-ია. რა თქმა უნდა, მათ ვეღარ შეაკეთებთ და გამოცვლაც დაგჭირდებათ. ნებისმიერი თვითმზიდი სალტე ძალიან ხისტი და მძიმეა, რაც ჩვენს გზებზე გადაადგილებისას საკმაოდ არაკომფორტულია.

-           ყველგანმავლების საბურავები:

სპეციალურად ყველგანმავლებისთვის გათვლილი საბურავები უფრო ფართოა და უფრო ღრმად ღრმულებიანი ზედაპირი აქვს. ჩვეულებრივი საბურავები ტალახში ნაკლებად პროდუქტულია, ღრმულები ტალახით ივსება. ყველგანმავლების საბურავებს უკეთესი ჩაჭიდება აქვს ტალახში, ბალახსა და თოვლში, თან ისე, რომ ღრმჯულები არ ივსება და არ ეფლობა.

თუმცა გასასთვალისწინებელია, რომ მსგავსი საბურავებით, ასფალტის ზედაპირზე გადაადგილებისას დიდ ხმაურს იწვევს.

-           სპორტული საბურავები:

სპორტულ საბურავებს მაღალი წებოვნება აქვს, რომელიც მისი ქიმიური შემადგენლობითა და დიზაინით არის გამოწვეული. ეს საბურავები სწრაფი ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. სპეციალურად შექმნილი დიზაინი აუმჯობესებს რეაქციას, მართვადობას და ჩაჭიდებას. ასევე ამცირებს სამუხრუჭე მანძილს. სპორტული საბურავები რამდენიმე კატეგორიად იყოფა:

  1. საბურავები, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების გზებზეა დაშვებული, თუმცა სპორტულ ხასიათს ინარჩუნებს.
  2. სლიკი საბურავები, რომლის გამოყენებაც მხოლოდ საავტომობილო რბოლებში შეიძლება.
  3. ე.წ. ნახევრად სლიკები, რომელთა დანიშნულებაც ისევ საავტომობილო რბოლებია და ზოგიერთი ავტომწარმოებელი ამ საბურავებს თავისი სპორტული ავტომობილებისთვის ქარხნულად იყენებს.

 

დაიმახსოვრეთ, რომ საბურავს თქვენი და სხვისი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გახსოვდეთ, რომ საბურავის სწორად შერჩევა დელიკატური საკითხია და გირჩევთ, ამისათვის ფული და დრო არ დაზოგოთ.

მსგავსი სიახლეები