ელექტრომობილი, სტატისტიკა, ელექტრომობილები, ხანძარი, უბედური შემთხვევა
Aa
Aa

ვაშინგტონში, ელექტრომობილების ხანძრის ჩასაქრობად, სპეციალური საბნები გამოიყენება

ელექტრომობილების ხანძრის ჩაქრობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული, შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების. EV-ებზე ხანძრის ლიკვიდაცია ხშირ შემთხვევაში დიდი რაოდენობით წყალს მოითხოვს, ანდაც შედარებით რთულ შემთხვევაში მანქანის სრულად, წყლის მასიურ ავზში მოთავსება ხდება საჭირო.

ამ კვირის დასაწყისში, ვაშინგტონის სახანძრო ეკიპაჟი სწორედ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა მათ ცეცხლის ჩასაქრობად უცნაური მეთოდის გამოყენება გადაწყვიტეს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მიდგომამ გაამართლა. ცეცხლის ლიკვიდაციისთვის მეხანძრეებმა ელექტრომობილს სპეციალურად შემუშავებული სახანძრო საბანი „გადააფარეს“.


Snohomish-ის რეგიონული სახანძრო და სამაშველო სამსახურის ცნობით, ადგილობრივი სახანძრო ეკიპაჟის ყველა მანქანას, მსგავსი შემთხვევებისთვის, სპეციალური ელექტროსაბანი თან აქვს. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით, საბანს მანქანის თავზე ათავსებენ, ხოლო ბატარეის პაკეტი წყალში დებენ. 

ელექტრომობილების ხანძარი დიდი რაოდენობით სითბოს წარმოქმნის განსხვავებით შიგა წვის ძრავაზე მომუშავე მანქანებისა, რომლებიც შესაძლოა ჟანგბადის გარეშეც დაიწვას. ასევე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც EV-ებს ჩაქრობიდან რამდენიმე დღეში ცეცხლი ხელახლა გაუჩნდა. რისკების შესამცირებლად, ეკიპაჟს ელექტრომობილები სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე გადაჰყავს.


ამ შემთხვევაში მონაწილე ელექტრომობილის ზუსტი მარკა და მოდელი დაუდგენელია. თუმცა, ამის გარეშეც, ელექტრომობილების ხანძარი ახალი ამბების ხშირი თემაა. მიუხედავად ამისა, სტატისტიკა საპირისპიროს ამტკიცებს.

აშშ-ს ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მონაცემებით, აშშ-ში გაყიდული ყოველ 100 000 ელექტრომობილზე დაახლოებით 25 ხანძარი მოდის, რაც შემაშფოთებლად ჟღერს, სანამ არ შევადარებთ 1 530 ხანძარს 100 000 ბენზინზე მომუშავე მანქანებისთვის. მაგრამ, ელექტრომობილების შემთხვევა ბევრად რთულია და შესაბამისად, მეტ ყურადღებასაც საჭიროებს.

მსგავსი სიახლეები