გაყიდვები, ელექტრომობილები, ტესლა, საიბერქები
Aa
Aa

გაყიდვები ვარდება | Tesla დახმარებისთვის ნავთობით მდიდარ საუდის არაბეთს მიმართავს

Tesla გამოწვევების წინაშეა: ელექტრომობილების ამერიკულ გიგანტს გაზრდილ კონკურენციასთან, გაყიდვების ვარდნასთან და შეიარაღებულ თავდასხმებთან გამკლავება უწევს. ამას ერთვის მომხმარებელთა უნდობლობის ზრდა, რაც Tesla-ს მფლობელების მიერ მათი ელექტრომობილების გაყიდვის მატებაში გამოიხატება. „თავის გადასარჩენად“ კომპანია გამოსავლის ძებნას იწყებს.

ერთ-ერთ გზა კი, ახალი ბაზრების მოძიებაა. და რაც არ უნდა „ირონიულად“ მოგეჩვენოთ, Tesla დახმარებისთვის ნავთობით მდიდარ საუდის არაბეთს მიმართავს. ელექტრომობილების მწარმოებელმა ახალი ინოვაციები საუდის არაბეთში, კერძოდ კი რიადში გასამართი გახსნითი ღონისძიებისთვის გაგზავნა.


ღონისძიება 10 აპრილს გაიმართება. მოწვეული სტუმრები კომპანიის საწარმოო ხაზს გაეცნობიან და „შეაბიჯებენ სამყაროში, რომელიც მზის ენერგიითა და ბატარეებით იკვებება და ელექტრომობილებით იმართება“. რაიდში Tesla თავის ინოვაციურ Cybercab-სა და Optimus-ის წარდგენასაც გეგმავს, კომპანიის გუნდი კი მზად იქნება უპასუხოს ყველა კითხვას, რომელიც დამსწრე აუდიტორიას გაუჩნდება.

Tesla საუდის არაბეთში „ახალბედაა“, თუმცა არა ახლო აღმოსავლეთში. რეგიონში უკვე გვხვდება ამერიკული მწარმოებლის მაღაზიები და დასამუხტი სადგურები, მათ შორის: კატარში, ისრაელში, იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.


Tesla-ს საუდის არაბეთის ბაზარზე შესვლა განსაკუთრებით საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის საინვესტიციო ფონდმა Lucid-ში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა. დაფინანსების ნაწილი ქარხნის განვითარებას მოხმარდა, რომელიც  Air-ის წარმოებას იწყებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ელექტრომობილების გაყიდვები საერთო რაოდენობაში 1%-ზე ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ მხოლოდ ახალი ბაზრის შერჩევით, Tesla-ს გაყიდვების პრობლემები არ აღმოიფხვრება.

მსგავსი სიახლეები