რომელი ავტომობილები გაიაფდა 2025 წელს?
ავტომწარმოებლები ელექტრომობილების მიმართულებით სწრაფ განვითარებას განაგრძობენ, რაც ნიშნავს, რომ შედარებით ადრე გამოშვებული EV-ების ღირებულება დროის გასვლასთან ერთად ვარდება. iSeeCars-ის უახლესი კვლევებიც ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელს გაიაფებულ ავტომობილებს შორის უმეტესობა სწორედ ელექტრომობილია.
თუმცა Top-10 ავტომობილში პირველობა არა Tesla-ს, არამედ Jaguar I-Pace-ს ეკუთვნის. ანგარიშის თანახმად, Jaguar-ის პირველი სრულად ელექტრო SUV საშუალოდ ხუთი წლის შემდეგ თავისი ღირებულების 72%-ს კარგავს, რაც დაახლოებით $52 000-ია. მეორე ადგილზე BMW-ის მეშვიდე სერიაა, რომლის ღირებულებაც იმავე პერიოდში 67%-ით, ანუ $72 000-ით ვარდება.
Model |
5-წლიანი ვარდნა (%) |
5-წლიანი ვარდნა (თანხა) |
Jaguar I-Pace |
72.2% |
$51,953 |
67.1% |
$65,249 |
|
Tesla Model S |
65.2% |
$52,165 |
65.0% |
$53,571 |
|
Maserati Ghibli |
64.7% |
$70,874 |
64.7% |
$47,457 |
|
Nissan Leaf |
64.1% |
$18,043 |
Maserati Levante |
64.7% |
$64,991 |
Tesla Model X |
63.4% |
$53,846 |
62.9% |
$56,996 |
რა თქმა უნდა, ამ სიაში Tesla-ს ელექტრომობილებიც გვხვდება. მათგან ათეულში თავის „დამკვიდრება“ Tesla Model S-მა და Model X-მა მოახერხეს. ხუთი წლის შემდეგ მათი ღირებულება შესაბამისად, $52 000-ითა (65%) და $53 000-ით (63%) დაეცა. ტოპ 10-ში შემავალი დარჩენილი ხუთი ავტომობილიდან ხუთივე ძვირად ღირებული მოდელია. Maserati-ს სიაში ორი მანქანა ჰყავს, Ghibli და Levante. BMW-ს ასევე ჰყავს ორი მანქანა, მე-7 სერიის და მე-5 სერიის. აქვეა Cadillac Escalade ESV-იც.
საერთო ჯამში, ხუთი წლის ინტერვალით, ელექტრომობილებმა სხვა ყველა ტიპის ავტომობილს შორის ღირებულების ყველაზე დიდი წილი დაკარგეს. ეს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 10%-ითაა გაზრდილი და 58.8%-ს შეადგენს. რაც შეეხება სხვა სახის ავტომობილებს, ამორტიზაციის მაჩვენებელი ყველა სეგმენტში გაზრდილია. ეს ეხება ელექტრომობილებს, ჰიბრიდებს, სატვირთოებსა თუ SUV-ებს. საშუალოდ, ყველა ტიპის ავტომობილმა, ხუთი წლის განმავლობაში ღირებულების 46% დაკარგა, როდესაც შარშან ეს მაჩვენებელი 39%-ს უდრიდა.