ჩინეთი, ხელოვნური ინტელექტი, ბიემვი, მერსედეს ბენცი, ჰონდა
Aa
Aa

Honda თანამშრომლებს რობოტებით და ხელოვნური ინტელექტით ანაცვლებს

Honda ფსონს ავტომატიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე ჩამოდის და ჩინეთში, ელექტრომობილების წარმოების პროცესის სრულად გარდაქმნას იწყებს. ავტომწარმოებლის პროგნოზით, ეს მიდგომა მომსახურების სფეროში მომუშავე პერსონალის რაოდენობას 30%-ით შეამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ რობოტებს ავტომწარმოებლის ქარხნების მუშები ჯერ სრულად არ ჩაუნაცვლებიათ, მსგავსი ინიციატივით გამოვიდნენ უკვე Mercedes-Benz-ი, BMW და Dongfeng-ი.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა, ადგილობრივ პარტნიორ Guangzhou Automobile Group-თან ერთად, სრულად ელექტრო Ye P7-ის წარმოება ახლახან დაიწყო. ამისათვის, კუანჭოუს ქარხანა ავტომატიზებულ მართვად მანქანებს ან AGV-ებს იყენებს - ქარხნის ტერიტორიაზე მანქანის მნიშვნელოვანი კომპონენტების, მათ შორის მძიმე ბატარეების პაკეტების გადასაადგილებლად. ტრადიციულად, ავტომობილების ნაწილების ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებლობა კვლავ დასაქმებულებს ეკისრებათ.

Honda-მ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ კომპანია შედუღების პროცესისთვის ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებს. მიზანი? კომპანიის ხედვით, ელექტრიფიკაციის ჩართვა წარმოების პროცესში, ფიქსირებული ხარჯების შემცირებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა.


მაშინ, როდესაც იაპონური კომპანია თავის ბევრ კონკურენტს ბატარეებით აღჭურვილი ელექტრომობილების გაშვებით უკვე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ამის გათვალისწინებით ავტომწარმოებელს ძალისხმევის გაძლიერება სჭირდება, მათ შორის ჩინეთში, სადაც წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გაყიდვების ვარდნა დაიწყოს. Ye P7-ის მოდელები გაყიდვების ზრდისთვის Honda-სთვის უმთავრესი იარაღია, თუმცა საკითხავია რამდენად საკმარისი იქნებიან ისინი არსებული სხვაობის აღმოსაფხვრელად. 

მსგავსი სიახლეები