კატალიზატორი, სასარგებლო რჩევა, როგორ გავუფრთხილდეთ ავტომობილს, კატალიზატორის ჩაბარება, კატალიზატორის რეცხვა, სასარგებლო ინფორმაცია ავტომობილებზე, როგორ მუშაობს კატალიზატორი
Aa
Aa

როგორ გავუფრთხილდეთ კატალიზატორს

კატალიზატორი ავტომობილის ნაწილია, რომელიც გამონაბოლქვში გარემოსთვის მავნე ნივთიერებებს გარდაქმნის და ამასთან ერთად ამცირებს კიდეც. ის ისეთი მეტალებისგან შედგება, როგორიცაა პლატინა, პალადიუმი დაროდიუმი. სწორედ ამის გამო, ავტომობილს ხშირად ამ ნაწილს აცლიან და ამით ფინანსურ სარგებელს ნახულობენ. ზოგს ეს საქმიანობა ბიზნესადაც კი აქვს ქცეული. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში $750,000-ად შეფასებულ, 250 მოპარულ კატალიზატორს მიაკვლიეს.

Feds Bust Massive $545 Million Catalytic Converter Theft Ring

კატალიზატორები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ვინტაჟურ ავტომობილებში ე.წ. „არარეგულირებულ“ კატალიზატორებს შევხვდებით. სხვა ტიპებია:

EOBD (European On-board Diagnosis) კატალიზატორები - ასეთი კატალიზატორები შედარებით ძველია და ისინი EURO 3 და Euro 4 სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ჟანგვითი კატალიზატორი - ძრავას მიერ გამოყოფილ აირებში ნახშირჟანგისა და ნახშირწყალბადის კონცენტრაციის შესამცირებელი მოწყობილობაა, რომელიც ძირითადად დიზელისძრავიან ავტომობილებში გამოიყენება.

 სამმხრივი კატალური კონვერტერი – ბენზინის ძრავიან ავტომობილებში გამოიყენება და ის სამ ქიმიურ პროცეს აერთიანებს. ნახშირწყალბადს ნახშირორჟანგად და წყალად ქმნის, ნახშირჟანგს ნახშირორჟანგად. აზოტის ოქსიდს კი აზოტად და ჟანგბადად.

 კომბინირებული კატალიზატორიშედარებით ახალია და იშვიათად გამოიყენება. ის შემკრებსა და კატალიზატოს აერთიანებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კატალიზატორი ჩვეულ ადგილას, მაყუჩს წინ არ არის მოთავსებული. მისი გამოცვლა შედარებით რთულია.

 

როგორია კატალიზატორის მუშაობის პრინციპი?

როდესაც ავტომობილის ძრავა მუშაობს, დამუშავებული აირები კატალიზატორს აცხელებს, რის შედეგადაც მავნე ნივთიერებების შლა და მათი პროცენტული შემცველობის კლება ხდება. შედეგად, ავტომობილი ამა თუ იმ დაწესებულ ეკოლოგიურ მოთხოვნებსა და Euro რეგულაციებს აკმაყოფილებს.

Here's Everything You Need to Know About Catalytic Converters

 რა მოხდება თუ ჩვენი კატალიზატორი გაფუჭდება?

კატალიზატორის გაფუჭებამ შესაძლოა ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. მაგალითად, აჩქარების შენელება და საწვავის გაზრდილი მოხმარება. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ, შესაძლოა, თქვენი ავტომობილი გარემოს დაბინძურების ერთერთი დიდი მიზეზი გახდეს.

იქიდან გამომდინარე, რომ კატალიზატორი ძვირად ღირებულ მეტალებს შეიცავს, ავტომობილის მოდელის მიხედვით, კატალიზატორის გამოცვლა შესაძლოა იმაზე ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე წარმოგედგინათ.

 

რჩევა - როგორ შევუნარჩუნოთ კატალიზატორს კარგი მდგომარეობა

თუ კარგად მოუვლით, თქვენი კატალიზატორი ავტომობილის სიცოცხლის ბოლომდე გაძლებს. შემდეგ კი მისი გადამუშავებით კარგ ფულსაც მიიღებთ. იმასთვის, რომ კატალიზატორის გამოცვლის ან შეკეთების დიდი საფასური თავიდან აიცილოთ, რამდენიმე გზა არსებობს:

გაითვალისწინეთ, რომ დაბალი ხარისხის საწვავი კატალიზატორზე ცუდად მოქმედებს. ამან შესაძლოა ძრავის ეფექტურობა შეამციროს. კარგი იქნება, თუ მფლობელის სახელმძღვანელოში რეკომენდირებულ ხარისხს შეარჩევთ. ამისთვის ძრავაც მადლობელი დაგრჩებათ!

გამოიყენეთ მხოლოდ ის საპოხი მასალა და დანამატები, რომლებსაც ავტომწარმოებელი უწევს რეკომენდაციას. არარეკომენდირებულმა საპოხი და დანამატი შეიძლება ისეთ შუალედურ პროდუქტებს შეიცავდეს, რაც თქვენს კატალიზატორს დააზიანებს.

უსწორმასწორო გზებზე სიარულისას, მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი კატალიზატორი უსწორმასწორობებს არ ეჯახებოდეს. როგორც წესი კონვერტერის გული კერამიკისაა და შესაძლოა ფიზიკური ზემოქმედებით გატყდეს, ჩაიშალოს ან დაზიანდეს.

რეგულლარულად ამოწმეთ შეფრქვევის სისტემა, იგი გამართულად და ერთობლივად უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში არასაკმარისმა წვამ შესაძლოა დაუწვავი ბენზინი კატალიზატორში მოხვედროს, რაც მიზა დაზიანებას იწვევს.

მოერიდეთ გუბეებში გავლას. კატალიზატორი მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს. წყალთან კონტაქტისას გაგრილებამ შესაძლოა დაზიანება გამოიწვიოს.

ძრავის კვების სისტემები სრულად გამართული უნდა იყოს. ეს ეხება ბენზინის მიწოდების სისტემას, ჰაერის და დენის მიწოდების სისტემებსაც. ამ სამიდან რომელიმეს გაუმართავობა არასწორ წვავს იწვევს, რაც ნელი ნაბიჯებით, მაგრამ კატალიზატორს მაინც აზიანებს.

კატალიზატორის გაწმენდა შესაძლებელია. 150 000 – 200 000 კილომეტრი გარბენის შემდეგ რეკომენდირებულია მისი გაწმენდა. აღნიშნულ სერვის ევროპაში და იაპონიაში ხშირად იყენებენ. არსებობს უამრავი მანქანა, რომელსას სერვისის მონიტორინგის სისტემაში კატალიზატორის რეცხვის შემახსენებელი ფუნქციაც კი აქვს.

პრობლემის ადრეულ სტადიაში აღმოჩენა. გეგმიური სერვისის დროს, შეამოწმეთ კატალიზატორიც. არ უნდა აღენიშნებოდეს დეფორმირებები და ბზარები.

What Are Common Catalytic Converter Problems? | Cars.com

კატალიზატორის გამართულ მდგომარეობაში ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარემოს დაცვა მსოფლიოში ახლა ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. გამონაბოლქვთან დაკავშირებული რეგულაციები სულ უფრო მკაცრდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გამართული კატალიზატორით, რომელიც გარემოში მავნე ნივთიერებების გამოყოფას საგრძნობლად ამცირებს, ჩვენ არა მხოლოდ გარემოზე, არამედ ადამიანების სიცოცხლეზეც ვზრუნავთ.

 

მსგავსი სიახლეები