კლასიკური ავტომობილები, კორვეტი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, შევროლეტი ნოვა
Aa
Aa

კლასიკური Chevy-ების აღსასრული: Corvette C3 პირდაპირ Nova-ს ავტოფარეხში შევარდა

კლასიკური ავტომობილები, როგორც წესი, ყველა ავტოენთუზიასტის ოცნებაა. მათი რაოდენობა იკლებს, ღირებულება კი, წლების გასვლასთან ერთად იზრდება. ასე, რომ თუ თქვენ ჯერ კიდევ ფლობთ თქვენ საყვარელ კლასიკურ ავტომობილს სჯობს მას კარგად მოუფრთხილდეთ და ისე უპასუხისმგებლოდ არ მოექცეთ, როგორც ამ მძღოლის შემთხვევაში.

ეს უცნაური ავარია ნიუ-კასლში, დელავერის შტატში მოხდა. ინციდენტში მონაწილე ავტომობილები Corvette C3, Chevy Nova და მასთან ერთად რამდენიმე სხვა მოდელი არიან. უბედური შემთხვევის მიზეზები უცნობია, თუმცა შედეგები სახეზეა. შეჯახების შემდეგ, Corvette C3 ავტოფარეხში, ხოლო Chevrolet Trailblazer-ი ეზოში აღმოჩნდა. ავტოფარეხში უსაფრთხოდ გაჩერებული ორი მოდელი კი, დაზიანდა.


მიუხედავად იმისა, რომ ავტოფარეხში დაპარკინგებული ავტომობილის ზუსტი მარკისა და მოდელის დადგენა რთულია, ერთი შეხედვით ით 1966 წლის Chevrolet Nova-ს ჰგავს. შეჯახების შედეგად, კლასიკურ მოდელს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, კერძოდ ჩაიმტვრა მისი უკანა შუშა, დაზიანდა საბარგული, ბამპერი და უკანა ფრთა.

რაც შეეხება Corvette-ს, როგორც ჩანს ის მთლიანობაში კარგ ფორმაშია. თუმცა ფოტოებში მისი წინა მხარე არ ჩანს, რაც დიდი ალბათობით დაზიანდებოდა. ფაქტია ისიც, რომ მძღოლებს ავტომობილების შეკეთება იაფი ნამდვილად არ დაუჯდებათ. მხოლოდ 1967 წლის Nova-ს ფასი, კარგ მდგომარეობაში, $50 000-ს აღწევს, თუმცა მისი ფასი აუქციონზე მარტივად, შეიძლება $100 000-მდეც გაიზარდოს.

 

მსგავსი სიახლეები