აშშ-ის ტარიფების გავლენით, Ferrari-ს ფასები უკვე გაიზარდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებული ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დააწესა. ახალი გადასახადები ავტომწარმოებლებისთვის დამატებით ხარჯებთან და გამოწვევებთან ასოცირდება, რის გამოც წინასწარი ზომების მიღებას მათი ნაწილი უკვე იწყებს.
აშშ-ის ახალი ტარიფები ძალაში 3 აპრილს შევა, Ferrari-მ კი უკვე მოდელებზე ფასების ზრდა დააანონსა. კომპანიის განცხადებით, ღირებულების 10%-ით ზრდა ნაწილობრივ მაინც აანაზღაურებს შტატების გადასახადებს. თუმცა ფასების ზრდა ყველა მოდელს არ შეეხება. 296-ის, SF90-ისა და Roma-ს მომავალ მყიდველებს საქმე სანერვიულოდ ნამდვილად არ აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით Purosangue-ს, 12Cilindri-სა და F80-ის მსურველებზე.
თუმცა, ფასებისთვის თავის ასარიდებლად დრო ჯერ კიდევ დაგრჩათ. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილს 2 აპრილამდე შეუკვეთავთ, მასში ტარიფამდელ ფასსაც გადაიხდით. თუმცა ამ თარიღის შემდეგ, ავტომობილების ფასი სავარაუდოდ გაიზრდება, მაგრამ კომპანია ამერიკულ სადილეროებთან ფასების კორექტირებისთვის დისკუსიებს განაგრძობს.
ფასების ზრდა ალბათ Ferrari-ის მდიდარ კლიენტებს ნაკლებად ადარდებთ. გაყიდვები იზრდება: 2024 წელს კომპანიამ 14 000-მდე ერთეული გაყიდა, მათგან 25% ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს რიცხვი აშშ-ის Ferrari-სთვის უმსხვილეს ბაზრად აქცევს. მაშინაც კი, თუ მოთხოვნა ოდნავ შემცირდება, კომპანიას უკვე აქვს საკმარისი შეკვეთები, რათა თავისი წარმოება სრულად 2026 წლამდე დაფაროს.