BMW-ის ახალი მე-7 სერია 15 წლის წინანდელ F01-ზე შექმნეს
თანამედროვე ავტომობილებზე ენთუზიასტებს რომ ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ, ეს ახალი ნამდვილად არაა. გამონაკლისი ამ მხრივ არც BMW-ის მეშვიდე სერია ყოფილა, რომელიც ზოგს მოსწონს, ზოგსაც არა. რამის გადაჭრით თქმა კი რთულია ამ ადამიანის შემთხვევაში, რომელმაც მისი “მოძველებული“ მე-7 სერია აიღო და ახალი მოდელის დამაჯერებელ ვერსიად აქცია.
ახალი პროექტი მეშვიდე სერიის F01-ზე აშენდა. ეს მოდელი 2008 წლიდან 2015 წლამდე იწარმოებოდა. ავტომობილის სრულ ტრანსფორმაციაზე ინდოეთში დაფუძნებულმა კომპანია Autokrafte-მა იმუშავა. პროექტისთვის მათ ახალი მაშუქების, ბამპერებისა და გარე პანელების სხვა ნაწილების მოძიება დასჭირდათ. შედეგი კი ამად ნამდვილად ღირდა: თქვენ წინაშე ახალი BMW-ია, რომელიც გასაოცარი სიზუსტით ასახავს G70-ის დიზაინის ენას.
რა თქმა უნდა სამუშაო მარტივი არ ყოფილა. მხოლოდ ძარის მორგებისთვის, Autokrafte-ს F01-ის მთელი წინა და უკანა ბოლოების მოჭრა მოუწია, ასევე მაშუქებისა და კაპოტის ფორმის შეცვლა, რათა ახალი ნაწილები უპრობლემოდ მოერგო. წინა მხარეს ახლა G70-ის საფირმო მაშუქები და დიდი ორმაგი, თირკმლისებრი ცხაური გვხვდება. უნდა აღინიშნოს M Package-ის სპორტული პაკეტიც და ალუმინის დისკოები.
თუმცა, თუ თქვენ BMW-ებში კარგად ერკვევით, მაშინ განსხვავებებსაც მარტივად აღმოაჩენთ. კარები, სახელურები და სარკეები F01-ის ქარხნული ნაწილებია, რაც გარკვეულ ვიზუალურ შეუსაბამობას ქმნის. შეხედეთ უფრო ახლოს და ასევე შეამჩნევთ ხარვეზებს პანელში, რომლებიც ერთმანეთთან არ ჯდება. და საბურავები, იმის მიუხედავად რომ ელეგანტურია, თითქოს ახალი აგრესიული იერსახისთვის ცოტა პატარა ჩანს.
ფეისლიფტები აზიის ბაზრებზე სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც მფლობელებს მანქანების მოდერნიზაციის ხელმისაწვდომ გზას სთავაზობს. ნაწილი ონლაინიც იყიდება, რაც ასეთ პროექტებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. მაგალითად, Maybach-ის სტილის პაკეტი Mercedes E-Class-ისთვის მფლობელებს საშუალებას აძლევს თავის სედანს ფუფუნების ელემენტებიც დაამატოს. იმავე პროგრამის ნაწილია BMW-ის ეს პროექტიც, რომელმაც ძველი მოდელი Neue Klasse ეპოქით გააცოცხლა.