რუსეთი, შეჯავშნული მანქანა, უკრაინა
Aa
Aa

რუსეთის უახლესი საბრძოლო მანქანა 1952 წლის სატვირთოა

GAZ-69 ერთ-ერთი პირველი საბჭოთა წარმოების „ოფ-როუდ“ ავტომობილი იყო. 1 500 კილოგრამზე მეტი სიმძიმის სრულად ამძრავი სატვირთოს პირველი ნიმუში 1952 წელს, მოსკოვის „მოლოტოვის“ ქარხანამ გამოუშვა, მისი წარმოება კი, 1972 წელს დასრულდა.

1940-იანი წლების ბოლოს შემუშავებული GAZ-69, ცოტა რომ გავაბუქოთ, 80-იანების დიზაინია. მიუხედავად ამისა, რუსეთმა გადაწყვიტა ის, უკრაინის წინააღმდეგ, ბრძოლის ველზე გამოიყენოს. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს GAZ-69-ები, რომელიც ფრონტის ხაზთან არიან განთავსებულნი.

დაძველებული მაღალი გამავლობის მანქანების გამოყენება რუსეთის სამხედრო დანაკარგების ზრდას უკავშირდება. ბოლო მონაცემებით, მიზნობრივი ჯავშანტექნიკის და სხვა მძიმე ტექნიკის დანაკარგები 20 000-ს აღემატება. შედარებისთვის, ბრიტანეთის არმია სრულად, 18 000-მდე მსგავს სატრანსპორტო საშუალებას აერთიანებს.

შედეგად, რუსები ახლა იმაზე მეტ ჯავშანტექნიკას კარგავს ბრძოლის ველზე, ვიდრე ახალი წარმოებით ჩანაცვლება შეუძლიათ. ამიტომაც ისინი, სულ უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი სამოქალაქო მანქანებზე არა მხოლოდ ლოგისტიკისთვის, არამედ პირდაპირი თავდასხმისთვისაც კი.

თუმცა, სამოქალაქო მანქანები ნაღმების, არტილერიის, თვითმფრინავების და რაკეტების მიმართ კიდევ უფრო დაუცველია, ვიდრე ჯავშანტექნიკა. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, შეჯავშნული სატვირთოები და სამოქალაქო მანქანები, როგორიცაა ფურგონები, სატვირთო მანქანები, კომპაქტური მანქანები და ყველგანმავალი მანქანები ამჟამად რუსული მხარის დანაკარგების დაახლოებით 70%-ს შეადგენენ.

 

მსგავსი სიახლეები