მზის ენერგია, ჩინეთი, ელექტრომობილები, განახლებადი ენერგია, მზის ელექტროსადგური
Aa
Aa

ჩინეთის კოსმოსური მზის ელექტროსადგური EV-ებს უსაზღვრო სიმძლავრით მოამარაგებს

თანამედროვე მზის პანელები ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე მათი წარსულის ვერსიები, თუმცა გარკვეულ შეზღუდვები მაინც გააჩნიათ. მათ შორის ის, რომ ისინი 24/7-ზე უწყვეტ მუშაობას ვერ უზრუნველყოფენ და ამინდის პირობებსა და დღის ხანგრძლივობაზე არიან დამოკიდებულნი.

ამ პრობლემის გადაწყვეტას ახლა ჩინელი მეცნიერები შეეცდებიან, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან 32 000 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე მზის უზარმაზარი ელექტროსადგურის განთავსებას გეგმავენ. მზის მუდმივ სინათლეზე წვდომის გარდა, კოსმოსში აშენებული ელექტროსადგურები ენერგიის სიმკვრივითაც გამოირჩევიან, რაც 10-ჯერ აღემატება იმას, რაც შეიძლება სახლის სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელებიდან მიიღოთ. ამის მიზეზი კოსმოსში სინათლის მაღალი ინტენსიურობაა.


როგორ დაბრუნდება ეს სიმძლავრე დედამიწაზე? - ელექტროენერგიის მიკროტალღურ გამოსხივებად გარდაქმნით, რომელიც შემდეგ ფიქსირებულ ანტენას გადაეცემა. და თუ ჩინელ მეცნიერებს დავუჯერებთ, ეს არა ფანტაზია, არამედ რეალობაა.

„ჩვენ ახლა პროექტზე ვმუშაობთ. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სამი ხეობის კაშხლის დედამიწიდან 36 000 კმ-ზე გეოსტაციონარულ ორბიტაზე გადატანა“, განაცხადა ჩინეთის საინჟინრო აკადემიის წევრმა ლონგ ლეჰაომ.

ჩინეთის სამი ხეობის კაშხალი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც 2012 წელს გაიხსნა და წლიურად 100 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ლონგის მტკიცებით, კოსმოსური სადგურიდან ერთ წელიწადში შეგროვებული ენერგია დედამიწიდან მოპოვებული ნავთობის მთლიანი რაოდენობის ეკვივალენტი იქნება.

სამი ხეობის კაშხლის განვითარებად დაახლოებით 18 წელი დასჭირდა და მითუმეტეს, არც კოსმოსური ელექტროსადგურის მშენებლობა მოიხმარს ნაკლებ დროს. თუმცა ჩინელი ინჟინრების მტკიცებით, ელექტროსადგური მშენებლობის დასრულების შემდეგ სახლებსა და ელექტრომობილებს უწყვეტი სიმძლავრით მოამარაგებს.

 

მსგავსი სიახლეები