ავარია, მერსედესი, საიბერთრაქი, მერსედეს-ბენცი, ტესლა საიბერთრაქი, ფორდ მუსტანგი, მერსედეს-ბენცი ჯი-კლასი
Aa
Aa

Cybertruck-ი ტანკივით Mercedes-მა გაანახევრა

კიდევ ერთი Tesla Cybertruck-ი განადგურდა და ამჯერად ეს ავტომწარმოებლის სადილეროებსა და ელექტრომობილებზე გახშირებულ თავდასხმებს არ უკავშირდება. დამნაშავე ამ შემთხვევაში Mercedes-Benz G-Wagen-ი იყო, რომელმაც ამერიკულ პიკაპთან ერთად კიდევ 7 ავტომობილი შეიწირა, თუმცა Cybertruck-ი ყველაზე მეტად დაზიანდა. 

ავარიის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალაზე შავი ფერის Cybertruck-ს ვხედავთ, რომელსაც კორპუსზე სარეკლამო პანელი აქვს განთავსებული, თუმცა ზუსტად იქ, სადაც Dallas Cowboys HQ უნდა ეწეროს, მანქანა გადაჭრილია. პიკაპის წინა ნაწილი თითქმის ხელუხლებელი ჩანს, რასაც ვერ ვიტყვით მანქანის უკანა ნაწილზე.


შეჯახებაში მონაწილე რვა ავტომობილიდან, Cybertruck-ი უდავოდ ყველაზე მეტად დაზიანდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ავარიას, რომელიმე მათგანი უვნებელი გადაურჩა. მნიშვნელოვნად დაზიანდა Ford Mustang-ის, F-სერიის პიკაპის, Hyundai Santa Fe-სა და Tesla-ს გარე პანელები. რა თქმა უნდა ავარიას უვნებლად ვერც Mercedes-ი გადაურჩა, რომლის წინა მინა სრულად ჩამსხვრეულია და სახურავიც დაზიანებული.

გამომძიებლების ინფორმაციით, Mercedes G-Wagen-ის მძღოლი ავტომობილის მართვის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა და დაპარკინგებულ ავტომობილებს შორის შევარდა. მძღოლი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული გარემოების გათვალისწინებით, მას ავტომობილის მართვის ლიცენზიას არ შეუჩერებენ.

 

მსგავსი სიახლეები