საქართველო, საწვავი, საწვავის ფასი, ფასები, საწვავის ფასები საქართველოში
Aa
Aa

საქართველოში საწვავი გაიაფდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად ბოლო ვაჭრობის შედეგად 69.36 დოლარი განისაზღვრა, რაც 0.8%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში კლებამ 0.54% შეადგინა და ბარელზე 73.63 დოლარს გაუტოლდა.

ფასების კლება ფიქსირდება საქართველოშიც. კერძოდ, ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში საწვავის ფასები 25 მარტიდან ეტაპობრივად 5-10 თეთრის ფარგლებში მცირდება.

Socar (შემცირდა 5-10 თეთრის ფარგლებში):

  • ნანო სუპერი - 3.50 ლარი; 
  • ნანო პრემიუმი - 3.10 ლარი; 
  • ნანო ევრო რეგულარი - 2.93 ლარი;
  • ევრო 5 დიზელი - 3.04 ლარი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 2.95 ლარი. 

Gulf (შემცირდა 10 თეთრით): 

  • G-Force სუპერი - 3.53 ლარი;
  • G-Force პრემიუმი - 3.13 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.93 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი - 3.09 ლარი. 

Rompetrol (უცვლელია): 

  • სუპერი - 3.63 ლარი;
  • ევრო პრემიუმი - 3.24 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი - 3.25 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.15 ლარი.

Wissol (10 თეთრით შემცირდა): 

  • ეკო სუპერი - 3.52 ლარი;
  • ეკო პრემიუმი - 3.12 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.95 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.99 ლარი;
  • ეკო დიზელი - 3.07 ლარი;
  • დიზელ ენერჯი - 2.94 ლარი.

წყარო: bpn.ge

 

მსგავსი სიახლეები