Tesla-ს მფლობელი Cybertruck-ის თავდამსხმელის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს გასცემს
ბოლო პერიოდში Tesla-ს სადილეროებსა და ელექტრომობილებზე გაზრდილი თავდასხმების გათვალისწინებით, კომპანიასთან ერთად შესაბამის ზომებს EV-ების მფლობელებიც იღებენ. ერთ-ერთმა პირმა, თავის Cybertruck-ზე თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც მის დაკავებაში დაეხმარებათ, $25 000-იანი ჯილდო დააწესა.
Cybertruck-ზე თავდამსხმელი სახლთან განთავსებულმა უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირა. ადგილობრივმა განყოფილებამ ვანდალიზმის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
????Seeking Information: Felony Vandalism to Tesla CyberTruck
— novatopolice (@NovatoPolice) March 29, 2025
The Novato Police Department is investigating a felony vandalism that occurred this morning (3/29), to a Tesla CyberTruck parked in a private driveway. Around 4:22AM, the suspect appeared to case the residence before… pic.twitter.com/QMaAdPYUYu
სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი - რომლის ვინაობაც ჯერ დადგენილი არაა.- კაპიუშონით და სახის ნიღბით პირველად სახლთან დილის 4 საათის შემდეგ შეამჩნიეს. როგორც ჩანს, ამ დროს ისინი ჯერ ტერიტორიას ათვალიერებდნენ, დაახლოებით ერთ საათში კი უკან დაბრუნდნენ. კამერებზე ჩანს, რომ ეჭვმიტანილი ელექტროპიკაპის ოთხივე საბურავს ჭრის, საქარე მინას კი ბეტონის დიდ ნატეხს ესვრის და შემთხვევის ადგილიდან გარბის.
თავდამსხმელმა Cybertruck-ის მფლობელს წერილიც დაუტოვა, წარწერით: "შეცვალეთ ყველა საბურავი. სატრანსპორტო საშუალება სამართავად უსაფრთხო არ არის". ინციდენტის შემდეგ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ელექტროპიკაპის საქარე მინა სრულად შესაცვლელია. ავარიის შესახებ Cybertruck-ის მფლობელმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თავდამსხმელმა პასუხი აუცილებლად უნდა აგოს.
"ჩემს სახლთან მოსვლა და მსგავსი თავდასხმის დაგეგმვა ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ძალიან საშიში პიროვნებაა და აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ვნერვიულობ, რომ ისინი შესაძლოა კვლავ დაბრუნდნენ. ყველა ის ადამიანი, რომელიც იმედგაცრუებულია მთავრობისა და Tesla-ს და DOGE-ის ქმედებებით, არასწორ პირებს ირჩევს თავისი ბრაზის გამოსახატად".