იშვიათ Nissan 270R-ისთვის ქვის სროლისთვის, მეხანძრე ნახევარი მილიონით დააჯარიმეს
იშვიათი იაპონური სპორტული მანქანები ენთუზიასტებისა და კოლექციონერებისგან, რომ დიდ ყურადღებას იმსახურებენ, ეს საიდუმლო არავისთვის არაა. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი გაბრაზებული მეხანძრეების სამიზნეებიც ხდებიან. "მსხვერპლი" ამჯერად ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელი, Nissan 270R Nismo გახდა.
Nissan 270R Nismo-ს მოდელი S14 Silvia-ს პლატფორმაზეა შექმნილი და მისი სულ რაღაც 30 ეგზემპლარი არსებობს. მათგან არცერთი, ოფიციალურად, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე არ გაყიდულა. ეს კი, ნიუ-ჯერსიში მყოფი მოდელს უფრო მეტად ღირებულ ავტომობილად აქცევს. თუმცა სამწუხაროდ, ეს ავტომობილი ახლა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, იმ მეხანძრეს კი, რომელმაც Nismo-ს ქვები დაუშინა, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.
შემთხვევა გასული წლის ოთხ მაისს მოხდა. მეხანძრე უფროსი სახანძრო სადგურსა და ავტომობილის მფლობელის სახლს შორის წყლის დაგროვებამ გააღიზიანა და გადაწყვიტა, ვედროს გამოყენებით, ქვები დაპარკინგებული Nissan-ის თავზე გადმოეყარა. მოგვიანებით მან დანაშაული აღიარა და არასწორი საქციელისთვის 8 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
სავარაუდოდ, მან არ იცოდა, რომ ავტომობილის მფლობელი Nissan-ის გაყიდვას გეგმავდა და ის, დაახლოებით 500 000 დოლარად ჰქონდა განთავსებული. ქვების მანქანაზე გადმოყრის შემდეგ, გარიგება ჩაიშალა და მფლობელის თქმით, ავტომობილს მისი პირვანდელი სახის დაბრუნება ესაჭიროება და ზიანის აღსადგენად ნახევარ მილიონს ითხოვს.
რეალურად რთულად სათქმელია, რომ ეს მოდელი ნახევარი მილიონი მართლა ღირს. Nissan 270R Nismo ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელია, თუმცა წარსულში მისი ამ ფასად გაყიდვის მაგალითები თითქმის არ გვხვდება, ხოლო ეს მოდელი გასულ წელს გაიყიდა და 130 000 კმ-იანი გარბენით მისი ღირებულება 110 000 აშშ დოლარად შეფასდა.