აუქციონი, ასტონ მარტინი, ასტონ მარტინი ვანქვიშ ზაგატო, ასტონ მარტინი ვანქვიშ ზაგატო შუთინგ ბრეიქსი
Aa
Aa

თითქმის მილიონიანი Aston Martin-ის ღირებულება რამდენიმე წელში განახევრდა

Zagato-სა და Aston Martin-ის კოლაბორაციით, Vanquish-ის ოთხი სპეციალური გამოშვების ვერსია შეიქმნა, რომელთაგან ალბათ ყველაზე გამორჩეული Shooting Brake-ია. ამ განსაცვიფრებელი ქმნილების მხოლოდ 99 ეგზემპლარი დამზადდა, რომელთაგანაც მხოლოდ თერთმეტმა მიაღწია ამერიკის შეერთებულ შტატებს. ერთ-ერთი მათგანი ახლა Bring a Trailer-ის აუქციონზე იყიდება.

აუქციონზე გამოტანილი ამ ლიმიტირებული გამოშვების მოდელს, მხოლოდ 6 000 კილომეტრამდე აქვს გავლილი და თითქმის ახალივით გამოიყურება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს Aston Martin Vanquish Zagato Shooting Brakes-ი მექანიკური ნაწილების უმეტესობას სტანდარტულ Vanquish-თან იზიარებდა, მისი საწყისი ღირებულება კი, $878 000-ს აღწევდა.


მიუხედავად მისი იშვიათობისა და მაღალი ფასისა, Aston Martin-ის ეს მოდელები საკოლექციო მანქანებად ჯერ არ ქცეულა. 2024 წელს, მსგავსი Zagato Bring a Trailer-ზე 468 000 დოლარად გაიყიდა. ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში, მისმა ფასმა Barrett-Jackson-ზე $440 000-ს მიაღწია.

Vanquish კუპეს Shooting Brake-ად გადაქცევისთვის Zagato-მ Rapide-ის სტრუქტურის უკანა ნაწილი გამოიყენა. ამან საშუალება მისცა მანქანის თვლების ბაზა დაეგრძელებინა და მისთვის ახალი, შთამბეჭდავი ფორმა მიეცა. წინა მხარე შეიცვალა ახალი ცხაურით, სპლიტერითა და დღის განათებით, ხოლო გვერდებზე 20-ინჩიანი ხუთწახნაგანი ალუმინის დისკები განთავსდა.


რაც შეეხება მოდელის შესაძლებლობებს: Shooting Brake 5.9-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავითაა აღჭურვილი, 580 ცხენის ძალას და 630 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავას 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი უკავშირდება და სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს. არანაირი ჰიბრიდული ხრიკები და ელექტრობა - მხოლოდ მოცულობითი ატმოსფერული ძრავაა ის რაც ავტომობილის შესაძლებლობებს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები