აუქციონი, ბიემვი, ბიემვი მერვე სერია, ბიემვი 850აი
Aa
Aa

BMW 850CSi ვიღაცამ $61 000-ად „მოიპარა“

ქარხნული BMW 850i მშვენივრად გამოიყურებოდა - მძლავრი V12 ძრავა ჰქონდა და M1-ის ძველ სუპერმანქანასაც წააგავდა. თუმცა ბევრად ძლიერი და უკეთესად მართვადი 850CSi მხოლოდ 1994 წელს გამოვიდა და მე-8 სერია მართლაც განსაკუთრებული გახდა. ამიტომაც 850CSi-ების უმეტესობა ახლა ძვირი ღირს და აუქციონებზე მისი ყიდვა დაბალ ფასში გაგიჭირდებათ.

თუმცა ეს 1995 წლის მოდელი, 130 000კმ-იანი გარბენით ციფრულ ოდომეტრზე, Bring a Trailer-ზე საკმაოდ გონივრულ $61 000-ად გაიყიდა. ონლაინ აუქციონის პლატფორმაზე, სადაც ადამიანები ხშირად ავტომობილისთვის ძალიან დიდ თანხას იხდიან. Hagerty-ის შეფასებით, მდგომარეობა #2 (შესანიშნავი)-ის კატეგორიის 850CSi-ები აუქციონზე ძირითადად $162 000 იყიდება, ხოლო #3 (კარგი) - $108 000. მეოთხე კატეგორიის ავტომობილები, დაახლოებით $54 000-ად ფასდება.


აქედან გამომდინარე, აუქციონზე BMW 850CSi-ის ამ ფასად გაყიდვა საკმაოდ იშვიათი და უცნაური ფაქტია. რა თქმა უნდა, ავტომობილის დეტალური შემოწმება რამდენიმე ძალიან მცირე ესთეტიკურ დეფექტსაც გამოავლენს, მაგრამ საღებავისა და ტყავის ინტერიერის საერთო მდგომარეობა, პლუს ის ფაქტი, რომ მოდელს 5.6-ლიტრიანი V12 ექვს თვეზე ნაკლები ხნის წინ დაუყენეს, თითქოსდა მოდელის 6-ციფრიან შეფასებაზე უნდა მიუთითებდეს.

ამ მოდელის მთავარი პრობლემა მის ისტორიაში იმალება. კერძოდ კი, მისი ისტორია 1995 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის მტკიცებულებებს მოიცავს, ჯერ კიდევ იმ დროის, სანამ 850CSi მის პირველ მფლობელს გადაეცემოდა. და რეალურად, არც ის ძრავაა ორიგინალი, რომელიც შემდგომში ამ მოდელს დაუყენეს (თუმცა გაყიდვაში ქარხნული ძრავაც შედის).

ცნობისთვის, 850i-ის ქარხნული ვარიანტი 5-ლიტრიანი V12-ით იყო აღჭურვილი და 296 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ხოლო მისი განახლებული ვერსიის, CSi-ის სიმძლავრე 372 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 0-დან 100-მდე 6.3 წამის ნაცვლად ახლა უკვე 5.3 წამში ჩქარდებოდა.

კარების სახელურზე სიტყვა „Motorsport’“ იყო ამოტვიფრული, იმის მისანიშნებლად, თუ BMW-ს რომელი განყოფილება იყო პასუხისმგებელი განახლებულ ძრავაზე და დახვეწილ შასიზე. და რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი მე-8 სერია აღარ იყო. უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკაში, თითქმის 2 წლის განმავლობაში, ამ მოდელის მხოლოდ 225 ეგზემპლარი გაიყიდა.

 

მსგავსი სიახლეები