ბიემვი, ფოლცვაგენი, ბიემვი ემ5, ბიემვი ემ5 ე39, ფოლცვაგენ დაბლიუ16
Aa
Aa

E39 BMW M5, რომელსაც დიდი ხნის დაკარგული Volkswagen W10-ის ძრავა უყენია

2023 წელს Facebook-ზე საიდუმლოებით მოცული W10 ძრავის პროტოტიპის ფოტოები გამოჩნდა, რომელიც ბევრის რწმენით, Volkswagen-ის მიერ 2000-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ამ ძრავის ბოლო ვერსია უნდა ყოფილიყო. ეს ძრავა VW-ის გერმანელ მექანიკოსს ეკუთვნოდა, რომლის თქმითაც დანარჩენი ორი ძრავა, აღარ არსებობდა. თუმცა 2025 წელს ამ ძრავების ადგილმდებარეობა უკვე ცნობილია - ორივე კერძო კოლექციონერის ხელშია და E39 თაობის BMW M5-ზე დაფუძნებულ სატესტო პროექტშია მოთავსებული.

თავად W10-ის პროექტი ფერდინანდ პიჩის შემოქმედება იყო. პიჩი 2015 წლამდე Volkswagen Group-ის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. W-ძრავების საწარმოო ხაზი მოიცავდა W8-ს, რომელიც ბოლოს Passat 4Motion-ში ვიხილეთ, W12-ს, რომელიც  Volkswagen-ის, Audi-სა და Bentley-ის რამდენიმე მოდელში გამოიყენეს და W16-ს, რომელთაც თავი Bugatti Veyron-ში დაგვამახსოვრა.

მათ გარდა კი, დამატებით ორი W ძრავა შეიქმნა, რომლებიც წარმოებაში არასდროს ჩაშვებულა: W10, რომელიც სავარაუდოდ სპორტული სედანისთვის იყო გათვალისწინებული და W18, რომელიც Veyron-ს უნდა გამოეყენებინა მანამ, სანამ ინჟინრები არჩევანს W16-ზე შეაჩერებდნენ.

W10-ით აღჭურვილი სპორტულ სედანის შესახებ ოფიციალური დეტალები დაკარგულია, თუმცა Drive Tribe-ის ბოლო ვიდეო ამტკიცებს, რომ Volkswagen Group-ის პორტფოლიოში მსგავსი რაც არც არასდროს ყოფილა. ამან ძრავის გამოყენება რეალურ სიტუაციაში გაართულა, რისთვისაც Volkswagen-მა საპროექტო მანქანად E39-თაობის M5 აირჩია. პიჩის  გუნდის გადაწყვეტილებაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა იქონია: ერთი ის, რომ ძრავის განყოფილებაში საკმარისი ადგილი იყო W10-ის განსთავსებლად და მეორე - ინჟინრებს ახალ პროექტში M5-ის მართვის გამოცდილების მიღება სურდათ. პლუს ის ფაქტი, რომ E39 თაობის M5 ძალიან ჰგავს მე-5 სერიის უახლეს სედანს და ავტომობილის 6-სიჩქარიანი გადამრთველიც გასათვალისწინებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, Volkswagen-მა  W10-ზე მომუშავე ერთადერთი M5-ის შექმნას 2 მილიონი ევრო დაახარჯა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ამ პროექტისთვის გერმანულმა კომპანიამ კარბონის ჰაერის ყუთიც კი შექმნა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ პროტოტიპია. მას არ აქვს რაიმე სახის მართვის დამხმარე საშუალებები, რადგან VW-მ ABS და წევის კონტროლი არ დაუყენებია. სალონი საწვავითა და გამონაბოლქვითაა გაჟღენთილი, მაგრამ ამას პიჩისთვის ხელი არ შეუშლია, გარკვეული პერიოდი ავტომობილი ყოველდღიურადაც ემართა.

ექვსსიჩქარიან მექანიკასთან დაკავშირებული W10 480 ცხენის ძალას და 600-მდე ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ცნობისთვის, ქარხნული E39 თაობის M5 4.9-ლიტრიან V8-ს იყენებს - 394 ცხენის ძალისა და  500 ნიუტონ მეტრის გამომუშავებით. რა თქმა უნდა, W10 სავარაუდოდ უფრო მძიმეა, მაგრამ ეს მაინც კარგი სიმძლავრეა.

და რა თქმა უნდა, ამ მოდელის ფასიც საკმაოდ მაღალია: W10-ზე მომუშავე M5-სი ღირებულება დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ახალი Ferrari Purosangue-ის შეძენა დაგიჯდებათ. არსებული პროგნოზებით, ამ ავტომობილის კოლექციაში დამატება მსურველებს ნახევარი მილიონი დოლარი მაინც დაუჯდებათ.

 

მსგავსი სიახლეები