ავარია, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, შევროლეტი კორვეტი სი5
Aa
Aa

Corvette-ის მძღოლი ქალი ავარიაში საზაფხულო ჩუსტებს ადანაშაულებს

გასულ თვეში დაფიქსირებული ავარიისას, 2003 წლის Chevrolet Corvette დაიმტვრა, რომელიც კედელს შეეჯახა. ავტომობილს ხანში შესული ქალბატონი მართავდა, რომელიც უბედურ შემთხვევაში საზაფხულო ჩუსტებს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ერთ-ერთი ფეხსაცმელი მას, ფაქტობრივად, დროსელის ქვეშ გაეჭედა.

ავარია 22 მარტს მოხდა. მძღოლმა V8-ზე მომუშავე Corvette-ზე კონტროლი დაკარგა, რა დროსაც ავტომობილი ბორდიურზე ავარდა და იქვე მდებარე შენობის შეღებილ კედელს შეეჯახა. უცნობია, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი შეჯახების მომენტში, თუმცა მიყენებული ზიანი საკმაოდ სერიოზულია და Corvette-ის შეკეთებაც სავარაუდოდ ძვირი დაჯდება.

ავარიის ამსახველი ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, საკმაოდ დაბალი გარჩევადობისაა. მაგრამ მათზე მაინც ჩანს დაზიანების ხარისხი, რომელიც Corvette-ს მიადგა. მათ შორის, ყველაზე დიდი დარტყმა ავტომობილის წინა ბამპერმა მიიღო, რომლის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ძრავა და რადიატორიც დაზიანდა.

ადგილობრივი სამმართველოს ინფორმაციით, Corvette-ის მძღოლი სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა, თუმცა სახლში მალევე გაწერეს. თავად მძღოლმა კი განაცხადა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და მისი ავტომობილი უბრალოდ მოულოდნელად აფრინდა.

ავარიის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. თუმცა სამწუხარო ფაქტია, რომ ენთუზიასტთა ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილის C5-ის თაობის Chevrolet Corvette-ის რაოდენობა გზებზე ყოველდღიურად მცირდება.

 

მსგავსი სიახლეები