ხელოვნური ინტელექტის საპატრულო კამერებმა 10 000 უყურადღებო მძღოლი აღმოაჩინეს | ეს მხოლოდ დასაწყისია
კანონდამრღვევი მძღოლების აღმოსაჩენად, საპატრულო ძალები, 30 წელზე მეტია, საგზაო კამერებს იყენებენ. თუმცა დღეს უკვე, კამერებს იმაზე მეტი რამის იდენტიფიცირება შეუძლიათ, ვიდრე უბრალოდ სიჩქარის გადაჭარბება და წითელზე გავლაა. საპატრულო ძალები, ახლა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და ამას, გონებაგაფანტული მძღოლების აღმოსაჩენად აკეთებენ.
გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის კამერების სისტემა მინესოტას ერთ-ერთმა პატარა ქალაქმაც დანერგა. პროგრამა მხოლოდ წელს ჩაეშვა, თუმცა ამ წლის დასაწყისში, უკვე ცნობილი გახდა, რომ ავტომობილების უყურადღებო მართვა ბევრად უფრო გავრცელებული პრობლემაა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.
არსებული ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის კამერებმა ამ პერიოდში 10 000-მდე დარღვევა აღმოაჩინა, თუმცა ამ შემთხვევებიდან მხოლოდ 300-მა პირმა მიიღო გაფრთხილება. რაც შეეხება თავად ტექნოლოგიას, ის ოთხი ინფრაწითელი კამერისგან შედგება, რომლებიც მუშაობს როგორც სიბნელეში, ასევე დღის შუქზე. ყურადღებიან მძღოლებს კამერების შემჩნევა არ გაუჭირდებათ, თუმცა ეს რთული სათქმელია იმ პირებზე, რომლებიც ავტომობილის მართვისას მობილურ ტელეფონებში იხედებიან.
ტრადიციული სიჩქარის კამერებისგან განსხვავებით, ეს AI-კამერები, ჯარიმას ავტომატურად არ გზავნიან. ამის ნაცვლად, ისინი მტკიცებულებებს საპატრულო განყოფილებას აწვდიან. პირველი დარღვევისთვის ჯარიმა 100 დოლარით, შემდგომი შემთხვევებისთვის კი, ჯარიმა $300-მდე იზრდება. და ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ამ დრომდე ტერიტორიაზე ორი ორი ფიქსირებული კამერა იყო განთავსებული, თუმცა ახლა მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მინესოტას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ოფისმა გასულ კვირას დაადასტურა, რომ სამართალდამცავებმა მიიღეს რამდენიმე პოლიციის მანქანა, ორივე მხრიდან ფარული კამერებით აღიჭურვება - მიზანი უცვლელია: საჭის მართვისას,, ყურადღება გაფანტული მძღოლების აღმოჩენა.