მეორადი ავტომობილების ფასები იზრდება | რას უნდა ველოდოთ?
ავტოტარიფების ხანგრძლივი ზრდა იმპორტირებულ ავტომობილებზე დამატებით 25%-იანი გადასახადით დასრულდა, რომლებიც USMCA-ს (აშშ-მექსიკა-კანადა) სავაჭრო შეთანხმების წესებს არ შეესაბამება. რას ნიშნავს ეს? - როგორც CNN-ის სტატია განმარტავს, ახალი რეალობით, დაახლოებით $40 000-ის ღირებულების მანქანა, რომელიც აშშ-ში არაა აწყობილი და იმპორტირებულია, შესაძლოა $10 000-ის გადასახადს დაექვემდებაროს.
„მოდით, ვიყოთ გულწრფელები. გრძელვადიან პერსპექტივაში, მექსიკასა და კანადის საზღვრებზე 25%-იანი ტარიფი აშშ-ში აღმოფხვრის იმ „უფსკრულს“, რომელიც ჩვენ რეალურად არც არასდროს გვინახავს“, - განაცხადა FORD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ, ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში.
თუ ავტომწარმოებლები ამ გადასახადს დათანხმდებიან, აშშ-ის მომხმარებელს შესაძლოა იმავე მანქანაში ახლა უკვე $40 000-ის მაგივრად, $50 000-ის გადახდა მოუწიოს. S&P Global Mobility-ის შეფასებით, 2024 წელს შესყიდული 16 მილიონი ახალი ავტომობილიდან, თითქმის ნახევარი იმპორტირებული იყო. ანალიტიკოსთა შეფასებით, ახალი მანქანების ფასები, შესაძლოა, $4 000-დან $12 000-მდე გაიზარდოს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება ისინი USMCA-ს გამონაკლისებს.
ცნობისთვის, მეორადი ავტომობილების ფასები პანდემიის შემდგომი პიკიდან ნელი ტემპით ეცემა, რაც საკმარისი ნამდვილად არაა. ფედერალური სარეზერვო სისტემა ფასების ცვლილებებს ინდექსირების მეთოდის გამოყენებით ზომავს. მაგალითად, მეორადი მანქანების ან სატვირთოების საშუალო ფასი, 1982-1984 წლებში, 100-იანი ნიშნულით განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც პანდემიის დროს ამ ინდექსმა 200-ს გადააჭარბა, ავტომობილების ღირებულება არსებითად გაორმაგდა.
პანდემიის შემდგომი კლების მიუხედავად, ფასებმა 2024 წლის აგვისტოდან ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში ზრდა დაიწყო. და იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო ცვლილებები შენარჩუნდება ფასებიც სავარაუდოდ მატებას განაგრძობს.
აშშ-ის გადაწყვეტილებაზე ავტომწარმოებლების პასუხები განსხვავებულია: მაგალითად, თუ Ferrari-მ ახალ მანქანებზე ფასების 10%-ით ზრდა დააანონსა, Audi-მ ამერიკის ბაზარს ავტომობილების მიწოდება საერთოდ შეუწყვიტა, ხოლო Volkswagen-მა დილერები უკვე გააფრთხილა, რომ გაზრდილი ტარიფები მათ გადასახადებზე აისახება.