ჩინეთი, ელექტრომობილები, ბიაიდი
Aa
Aa

BYD-ი შეუჩერებელია: ჩინურმა კომპანიამ 1 000 ცხ.ძ-იანი მონსტრები წარადგინა

ჩინურმა ელექტრომწარმოებელმა BYD-მა ელექტრომობილების ახალი წყვილი წარადგინა, რომლებიც მის მიერ შემუშავებულ, ახალ სუპერ ელექტრონულ პლატფორმას ეფუძნება. Han L-ის სედანი და Tang L-ის SUV-ი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ისევე სწრაფად იტენება, რა დროც ტრადიციულ ავტომობილებს ბენზინის შესავსებად სჭირდებათ.

სუპერ ელექტროპლატფორმა 1 000-ვოლტიანი არქიტექტურაა, რომელიც კომპანიამ მარტში წარადგინა. Han L სედანის შემთხვევაში, ავტომობილის ყველა ვერსია 83.2 კვტ/სთ-ის Blade ბატარეას იყენებს, ხოლო Tang L-ს უფრო დიდი 100.5 კვტ/სთ-იანი პაკეტი აქვს. BYD-ის ინფორმაციით, Han L-ს 10-70%-მდე სულ რაღაც 6 წუთში იმუხტება. გარდა ამისა, მოდელი 400 კილომეტრის მანძილისთვის საჭირო დონემდე 5 წუთში ადის, 0-დან 100%-მდე დამუხტვას კი, 20 წუთს ანდომებს.

დამუხტვის საოცარი სიჩქარე გამოარჩევს Tang L EV-საც. 5-წუთიანი დამუხტვით, ავტომობილს 370 კილომეტრის დაფარვა შეუძლია, ხოლო 100%-მდე დამუხტვას 30 წუთი სჭირდება. თუმცა ამ მაჩვენებლის მიღწევა, მას მხოლოდ BYD-ის 1 000 კვტ-იანი სწრაფი დამუხტვის პორტების გამოყენებით შეუძლია, რომელიც ასევე მარტში გამოვიდა. კომპანიას 4 000-მდე მსგავსი სადგურის დამატება აქვს გადაწყვეტილი და ეს მხოლოდ ჩინეთში.

Tang L-ის ფასები $30 000-დან იწყება და LiDAR Flagship-ისთვის $33 000-მდე იზრდება. ორივე ვერსიას 671 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს და 420 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ელექტროძრავა, რომელიც უკანა ბორბლებს ამოძრავებს, ერთი დამუხტვით 701 კილომეტრს გადის.

რაც შეეხება BYD Tang L-ის, კომპანია მას სამ ვერსიად გვთავაზობს. ფასები $30 000-დან $40 000-მდე მერყეობს. ის მარტივად ჩამოიტოვებს სედანს, საბაზისო უკანა ამძრავითა და 788 ცხენის ძალით, ხოლო ორძრავიანი AWD ვერსია 1 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი დამუხტვით ეს მოდელები 560 და 670 კილომეტრს ფარავს.

 

მსგავსი სიახლეები