ნისლში მართვა, სასარგებლო რჩევა, წვიმაში მართვა, ჰიდროპლანირება, აქვაპლანირება, წვიმის საბურავები, სველი საფარი, უსაფრთხო გადაადგილება
Aa
Aa

ეს რჩევები წვიმიან ამინდში გამოგადგებათ

გაზაფხული წვიმიანი სეზონია. წვიმაში ავტომობილის მართვა კი, როგორც დამწყები ასევე გამოცდილი მძღოლების მხრიდან, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. წვიმიანი ამინდი და სველი საფარი ავარიების მაღალ რაოდენობასთან უშუალო კავშირშია. წვიმა საბურავების მოჭიდებაზე უარყოფითად მოქმედებს. შესაბამისად ჰიდროპლანირებისა და მოცურების შანსი უფრო დიდია, ვიდრე მშრალ ამინდში. სამწუხაროდ მძღოლების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ შესაბამისი საბურავებით სველ საფარზეც იგივე რეჟიმით შეუძლიათ მოძრაობა, როგორც მშრალზე. სინამდვილეში ეს მცდარი წარმოდგენაა - არ არსებობს შესაბამისი წვიმის საბურავი, რომელიც შეცდომისგან დაგაზღვევთ, ის უბრალოდ დაგეხმარებათ, უსაფრთხო გადაადგილების გარანტი კი ყოველთვის მძღოლია.  

კარგად შეამოწმეთ ავტომობილის აღჭურვილობა

სანამ გზას დაადგებით, დარწმუნდით, მუშაობს თუ არა ავტომობილის აღჭურვილობა. ეს მეთოდი განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც შორ მანძილზე გიწევთ მგზავრობა. კარგად შეამოწმეთ ყველა მაშუქი, მინის საწმენდები რეზინები და წყლის მისასხმელების გამართულობაც. აუცილებლად შეამოწმეთ საბურავები, შეუსაბამო საბურავს სველ საფარზე მოჭიდება უჭირს. როგორც წესი, ასეთი საბურავი წვიმაში უფრო იჩენს თავს, ვიდრე მშრალ და მზიან ამინდში.

What are Automatic Rain Sensing Wipers in Cars and Their Working?

შეანელეთ

წვიმიან ამინდში იმაზე ნელა უნდა ატაროთ, ვიდრე, როგორც წესი, მართავთ ხოლმე. საკუთარ თავს და ავტომობილს სიჩქარის შეზღუდვა დაუწესეთ. გზის სველი ზედაპირი ძალიან საშიშია. ავტომობილის რეაქციის დრო საკმაოდ იზრდება. ექტსრემალური დამუხრუჭებისას მანძილი ორმაგდება. სიჩქარის შენელება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობაა. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ჰიდროპლანირება ძალიან საშიში რამ არის. შესაბამისად დაგუბებულ წყლებს მოერიდეთ. ამ დროს ავტომობილის საბურავები საფართან შეხებას კარგავს, საბურავის და საფარის შუაში წყალი ექცევა და ავტომობილი სრულად უმართავია. ეს ის მომენტია, როდესაც მძღოლი მგზავრი ხდება და ვერაფერს აკეთებს, ამიტომ ეს რჩევა გაითვალისწინეთ და საქმე ჰიდროპლანირებამდე  არ მიიყვანოთ.

აანთეთ მაშუქები

იმ შემთხვევაშიც კი თუ მხოლოდ ნისლია, გამოიყენეთ მაშუქები. თქვენი ავტომობილის წინა მაშუქების ნათება არა მხოლოდ თქვენს ხილვადობას გააუმჯობესებს, არამედ სხვა ავტომობილებსაც გაუმარტივებს თქვენს შემჩნევას, რაც უსაფრთხო მგზავრობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. დაიმახსოვრეთ, რომ ძალიან დიდ ნისლში ახლო განათების გამოყენება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე შორი განათების. აქვე გეტყვით იმასაც, რომ, თუ თქვენს ავტომობილს ნისლის საწინააღმდეგო მაშუქებიც აქვს, კიდევ უფრო მეტად გაგიადვილდებათ ნისლში გადაადგილება.

Monsoon Car Care Tips - Protect Your Car In The Rainy Season

დაიცავით დისტანცია

დისტანციის დაცვა ამინდის ნორმალურ პირობებშიც ძალიან მნიშვნელოვანია. წვიმიან ამინდში კი ეს ასპექტი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. წვიმიან ამინდში ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ, დისტანცია თქვენსა და თქვენს წინ მიმავალ ავტომობილს შორის უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე ნორმალურ პირობებში.

აირიდეთ მკვეთრი მოძრაობები

ეცადეთ მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოთ. წინასწარ მოემზადეთ დამუხრუჭებისთვის. აქსელერატორის სატერფულს ფეხი იმაზე ადრე აუშვით, ვიდრე ამას მზიან ამინდში აკეთებთ. აქსელერატორზე უხეში მოპყრობით შეიძლება საავარიო მდგომარეობაც კი შექმნათ. არ გამოიყენოთ კრუიზ კონტროლი. ბოლომდე აკონტროლეთ აქსელერატორისა და მუხრუჭის სატერფულები.

გამოიყენეთ ვენტილაციის სისტემა

წვიმამ შესაძლოა ფანჯრები დაგიორთქლოთ და ავტომობილის მართვა გაგირთულოთ. ზოგიერთ ავტომობილს აქვს ვენტილაციის სისტემა, რომელიც მინების დაორთქვლას შეამცირებს. შუშების დაორთქვლისას ძალიან ბევრი მძღოლი ცხელ ჰაერს იყენებს, სინამდვილეში კონდიცირების სისტემა გაცილებით ეფექტურია. თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს კონდიციონერი, ან გათბობა-გაგრილების სიტემაში რაიმე გაუმართაობა აქვს, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურია ნისლის საწინააღმდეგო სითხის შუშებზე წასმა. თუ ხილვადობა შეგეზღუდებათ, თქვენივე უსაფრთოებისთვის კარგი იქნება, თუ ავტომობილს დროებით გააჩერებთ.

How to prevent your car's windshield from fogging in the rain | Autodeal

როგორც უკვე აღვიშნეთ, გაზაფხული წვიმიანი სეზონია. ამინდის ასეთ პირობებში მართვა ერთხელ მაინც მოგიწევთ და, თუ ამ მარტივ რჩევებს გაითვლისწინებთ, მაშინ თქვენი მგზავრობა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება

 

მსგავსი სიახლეები