სუპერქარი, ელექტრომობილი, მსოფლიო რეკორდი, გინესის მსოფლიო რეკორდი
Aa
Aa

McMurtry Spéirling | მსოფლიო რეკორდი ავტომობილის თავდაყირა მართვისთვის

Spéirling-ი მცირე ზომის, თუმცა ძლიერი ელექტრო სუპერქარია, რომლის რეკორდებიც უკვე აღარავის უკვირს. თუმცა ამჯერად, ელექტრომობილმა სრულად ახალ ნიშნულს მიაღწია. ის ისტორიაში პირველი მანქანა გახდა, რომელმაც რეკორდი თავდაყირა მოძრაობისთვის დაამყარა, მიწის ზედაპირთან მხოლოდ მიმჭერი ძალის ამარა.

ცნობისთვის, ეს მცირე ზომის ელექტრო სუპერქარი 999 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და სულ რაღაც 1 000 კილოგრამს იწონის. საინტერესოა, რომ ეს მოდელი შასის ქვეშ შესრუტვის წნევის შესაქმნელად ვენტილატორის სისტემას იყენებს, რაც მას მიწის ზედაპირთან ახლოს იზიდავს და უკეთეს მოჭიდებასა და მართვას უზრუნველყოფს. შედეგად, 0 კმ/სთ-ზეც, Spéirling-ს წარმოუდგენლად მაღალი, 2 000 კილოგრამი მიმჭერი ძალის წარმოქმნა შეუძლია.

რეკორდის დამყარების დროს, Spéirling-ი პლატფორმაზე მოძრაობდა, ჩართული სავენტილაციო სისტემით, რომელიც მას ზედაპირთან აფიქსირებდა. ეს ავტომობილს საშუალებას აძლევდა თავდაყირა გაჩერებული მაშინ, როდესაც პლატფორმა მოძრაობდა. შედეგად, ავტომობილი ზედაპირზე ჩვეულებრივ მოძრაობდა, როგორც ნორმალურ, სტანდარტულ პირობებში.

თავდაყირა ავტომობილს McMurtry-ის თანადამფუძნებელი თომას იეტსი მართავდა. იეტსმა ავტომობილის თავდაყირა მართვას "სიურრეალისტური გამოცდილება" უწოდა და განაცხადა, რომ "2 000-კილოგრამიანი მიმჭერი ძალა არის ის, რაც Spéirling-ს მსოფლიო რეკორდების დამყარებაში ეხმარება".

მსგავსი სიახლეები